გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერი და 1, 4 ნოემბერი. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსში შერჩეული კანდიდატების მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს ეტაპობრივად. ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა და ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ვებგვერდზე.
ცნობისთვის, რესურსცენტრის უფროსის ადგილის დასაკავებლად კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო მეორე ტურში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ლელა იმედაშვილმა გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ იმედაშვილი კონკურსის პირველ ტურშიც მონაწილეობდა.
აღნიშნულ საკითხზე “გურია ნიუსი” მუშაობს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას.