კომისია მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი უხეშად არღვევდა მომხმარებელთა უფლებებს.ასევე ადგილი ჰქონდა კონკურენციის განვითარებისთვის ხელშეწყობის მოთხოვნების დარღვევას და უფლებამოსილების გადამეტებას.კომისიის წევრების განმარტებით, აღნიშნული გარემოებები საკმარისია კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრების უფლებამოსილების შეასჩერებლად და სისხლის სამართლის წარმოების დასაწყებად.
“კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მოკვლეული მასალები თანდართული დოკუმენტაციით გადაეგზავნოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისათვის. ამასთანავე, ეთხოვოს მთავარ პროკურორს სრულყოფილი და დროული ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტს საგამოძიებო მოქმედებებისა და შედეგების შესახებ”, _ აღნიშნულია, საგამოძიებო კომისიის დადგენილების პროექტში.