კომიტეტის თავმჯდომარის გია ცაგარეიშვილის თქმით, მარგანეცის დაბალი მოსაკრებლიდან გამომდინარე, ჭიათურის ადგილობრივ ბიუჯეტში მეწარმის მიერ შეტანილი შემოსავლები მცირეა და ის მხოლოდ 250 000 ლარს შეადგენს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, მომავალ კვირაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც გია ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს.
“მოსაკრებლის გაზრდის პრინციპზე შეთანხმებული ვართ, თუმცა როგორ გაიზრდება, როდის შევა კანონი ძალაში და რა პირობებით, ამას სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს და პარლამენტს გონივრულ ინიციატივას შევთავაზებთ”, _ განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მარგანეცის მოსაკრებელი 2006 წლის 29 დეკემბერს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე შემცირდა.