“საქართველოს პროკურატურამ მიმართა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ეთიკის კომისიას 2013 წლის 26 ოქტომბერს ბაჩანა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების განხილვისას ადვოკატების მიერ დაშვებული ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისა და პროკურორთა მიმართ გამოხატული შეურაცხყოფის გამო. ეთიკის კომისიას წარედგინა შესაბამისი ვიდეომასალა.
საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს იმედს, რომ ადვოკატთა კოლეგიის ეთიკის კომისია მიიღებს კორპორაციის პროფესიული სტანდარტების შესაბამის გადაწყვეტილებას”,_ აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარია 26 ოქტომბერს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე წარდგენილ ბრალდებაზე, ახალაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე.