ამავე განცხადების მიხედვით, ხუთშაბათ გამთენიისას განხორციელებული შეტევა მიზანმიმართული იყო ლიბანელ მილიტანტთა ჯგუფ ჰეზბოლას კუთვნილ რუსული წარმოების რაკეტებზე.
ქალაქი ლატაკია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, სადაც მისი ალავიტთა კავშირია კონცენტრირებული.
მიმდინარე წელს ისრაელის მიერ სირიაზე შეტევის ეს უკვე მეექვსე შემთხვევად ითვლება. ისრაელი აღნიშნული ოპერაციების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
თუმცა, ისრაელის ოფიციალური პირები მუდმივად იმეორებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ იგრძნობდნენ, რომ სირიის მილიტანტთა ჯგუფებისთვის განსაკუთრებით კი ჰეზბოლასთვის ნებისმიერი სახის იარაღის გადაცემა ხდება, აუცილებლად იმოქმედებდნენ.