“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს – დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, ნდობისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას თქვენთან ერთად. ეს იყო დიდი ბედნიერება ჩემთვის, ეს იყო დიდი ნდობა და მე ვპირდები მოსახლეობას, კოალიციას, გპირდებით თქვენ და მთავრობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ თქვენს მიერ დაწყებული გზა გავაგრძელო. მე ვპირდები მოსახლეობას და ვპირდები ქვეყანას, რომ გავაგრძელებ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ მშენებლობის გზას, მის პოლიტიკას. აქ მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად კოალიციას და საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და დამტკიცებისათვის”,_ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, იგი კონსულტაციებს აგრძელებს და შს მინისტრის ვინაობას მოგვიანებით დაასახელებს.
“რაც შეეხება ჩემს შემცვლელს, ამ კუთხით მე მინდა გავაგრძელო კონსულტაციები და ცოტა მოგვიანებით შეგატყობინებთ“, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.