მის სახელზე თბილსში სამი ბინაა რეგისტრირებული: ბინა გაგარინის ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ორი ბინა 170 კვ.მ და 159 კვ.მ. მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ორი ავტოფარეხი.
მომავალი პრემიერის სახელზე ირიცხება ორი ავტომანქანა: Mercedes Benz, 2009, NNA-100 და Toyota Corolla, 2007, GII-100. ღარიბაშვილის სახელზე ირიცხება ასევე ნაღდი ფული 20000.00 ლარის ოდენობით.
მისი შემოსავლები, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასე გამოიყურება: საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“ – გამგეობის თავმჯდომარე _ 75000.00 ლარი; შპს “ქართული ოცნება“ – დირექტორი _ 75000.00 ლარი; ს.ს. ბანკი “ქართუ“ – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი _ 0.00 ლარი.
ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, თვიური ხელფასი 7 875 ლარს შეადგენდა.




































































