ირინე იმერლიშვილის ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. უძრავი ქონების გრაფაში მითითებული ბინები და მიწის ნაკვეთები პარლამენტარის მეუღლე – შალვა ბებოშვილის სახელზეა რეგისტრირებული.
საცხოვრებელი სახლი – ქ.მცხეთა, მრევლიშვილის ქ.N4, ფართობი – 940.00კვ.მ
მიწის ნაკვეთი – ქ.მცხეთა, მრევლიშვილის ქ.N4, ფართობი – 600.00კვ.მ
კომერციული ფართი – თბილისი, ფალიაშვილის ქ.N2, ფართობი – 130.00 კვ.მ
მშენებარე სახლი – თბილისი, ატენის ქ.N16-17-19, ფართობი – 129.00 კვ.მ
მშენებარე სახლი – თბილისი, ატენის ქ.N16-17-19, ფართობი – 189.00 კვ.მ
50% მიწის ნაკვეთი – მარნეულის რაიონი, სოფელი საბირქენდი, ფართობი -110000.00 კვ.მ
50% არასაცხოვრებელი ფართი/საწარმო – თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე12კილომეტრი, ფართობი -850.00 კვ.მ
50% მიწის ნაკვეთი – თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12კილომეტრი, ფართობი – 540.00 კვ.მ
არასაცხოვრებელი/კომერციული ფართი – თბილისი, გამსახურდიას შესახვევი 4ა, ფართობი – 25.00 კვ.მ
17% მიწის ნაკვეთი – თბილისი ატენის ქ.N17-18-19, ფართობი – 1831.00 კვ.მ
18.5% მიწის ნაკვეთი – საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ფართობი –
20000.00 კვ.მ
18.5% არასაცხოვრებელი ფართი- საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ფართობი –
240.00 კვ.მ
18.5% არასაცხოვრებელი ფართი/სათბური – საგარეჯოს რაიონი,
სოფელი პატარძეული, ფართობი – 2500.00 კვ.მ
უშიშროების საბჭოს მომავალი მდივნის მეუღლის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
შალვა ბებოშვილი შპს “მწვანე კალათა”-დირექტორი.შემოსავალი 60000.00 ლარი.
შალვა ბებოშვილი შპს “მწვანე ოქრო” -დირექტორი.შემოსავალი -3600 ლარი.
შალვა ბებოშვილი კომერციული ფართი-გადასახადის გადამხდელი.შემოსავალი -18000.00 ლარი.
შალვა ბებოშვილი კომერციული ფართი, გამსახურდიას შეს.4ა გადასახადის გადამხდელი .შემოსავალი 3600 ლარი.
ანაზღაურებადი სამუშაოს გრაფაში ირინე იმერლიშვილს რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური და საარჩევნო მდივანად მუშაობის დროს მიღებული 27000.00 ლარი აქვს მითითებული.
უშიშროების სააბჭოს მოქმედი მდივნის, გიგა ბოკერიას ოჯახის ბიზნესინტერესები არაერთი კვლევის საგანი გამხდარა. მის მიერ ოფიციალურად დეკლარირებული ქონება კი მოკრძალებულად გამოიყურება: პეკინის გამზირზე მდებარე 60 კვ.მ ბინა და ცოლის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა BMW 120.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: თამარ ჩერგოლეიშვილს ანგარიში რამდენიმე ბანკში აქვს გახსნილი: ეიჩესბისი საფრანგეთი შემნახველი- 119000.00 EUR.
თიბისი ბანკი საკრედიტო 1403.70 USD კრედიტი(+)
ლიბერთი ბანკი მიმდინარე 6681.98 ლარი
თიბისი ბანკი მიმდინარე 1622.47 USD
გიორგი ბოკერია: თიბისი ბანკი მიმდინარე 7799.56 ლარი 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გიგა ბოკერიამ, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა, ხელფასის სახით 85790.00 ლარი მიიღო, ხოლო ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა 132 000.00 ლარი.
































































