https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სააკაშვილმა ბაჩო ახალაია შეიწყალა

11:11; 3.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მინდა მოგმართოთ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესებსა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენების თაობაზე.

ამჯერად, არ ვაპირებ ბაჩო ახალაიას ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე საუბარს – ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი აზრი აქვს და არ მინდა პოლემიკაში შესვლა.

დარწმუნებული ვარ, თავადაც ბევრჯერ მიეცემა შესაძლებლობა, ბევრი რამ აუხსნას საზოგადოებას და რაღაცები თვითონაც გადააფასოს.

ამიტომ, ჩემი მიზანი ამ საქმის მხოლოდ სამართლებრივი ასპექტებისა და შედეგების შეფასებაა.

პენიტენციალურ სისტემაში რომ ბევრი რამ რიგზე არ იყო, ამის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობდა. მათ შორის, სახალხო დამცველის ანგარიშებში პირადად მე არაერთხელ მიმიცია შენიშვნა სისტემის მესვეურთათვის, ძალის გადაჭარბებული გამოყენების ან პატიმართა სიკვდილიანობის ფაქტებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ჩემი დავალებით, დავხურეთ რამდენიმე ძველი ციხე და დავიწყეთ ახალი, უფრო ცივილიზებული საპატიმროების მშენებლობა. სერიოზული რეფორმები განვახორციელეთ ჯანდაცვის მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, სატელევიზიო სივრცეში ციხის ცნობილი კადრების გამოჩენამ ყველა შოკში ჩაგვაგდო. ახლა უკვე ბევრისთვის ნათელია, რომ ამ კადრების უმეტესი ნაწილი შეკვეთილი და ბედუკაძის მიერ იყო დადგმული. თუმცა, ისიც უტყუარი ფაქტია, რომ ციხეში ადმინისტრაციის მხრიდან ნამდვილ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი.

იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჰქონია პირდაპირი სამსახურეობრივი შეხება სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, მან გადაწყვიტა, რომ სწორი იქნებოდა დაძაბულობის განსამუხტად, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლა, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება.

როგორც გვახსოვს, იგი მალევე ჩამოვიდა საქართველოში, თანაც ნათელი იყო, რომ მაშინვე დააპატიმრებდნენ. მან ჩამოსვლისთანავე დამირეკა და მითხრა, რომ გადაწყვიტა, ყველა ბრალდებაზე თავად გაეცა პასუხი, თუნდაც ეს მრავალთვიანი წინასწარი პატიმრობის ფასად დაჯდომოდა. იგი დარწმუნებული იყო თავის უდანაშაულობაში, რომლის დამტკიცებასაც სასამართლო პროცესებზე მონაწილეობით – საზოგადოების სამსჯავროზე თავისი გამამართლებელი არგუმენტების წარდგენით აპირებდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები ახალაიას მანამდე გამუდმებით “მონსტრს” უწოდებდნენ საჯაროდ, პირველივე ბრალდება, რომლითაც ის დააკავეს, სხვა რომ არაფერი ვთქვა, არა მხოლოდ არ შეესაბამებოდა მონსტრის განმარტებას, არამედ ნორმალური სასამართლო პრაქტიკის პირობებში, წინასწარი პატიმრობა, როგორც წესი, არც კი გამოიყენებოდა ასეთი ბრალდების დროს. თან ეს ბრალდება, ძირითადად, ეფუძნებოდა პოლიციის კარგად ცნობილი ინფორმატორის ჩვენებას, რომელიც თვითონ არაერთგზის იყო შემჩნეული კრიმინალურ ქმედებებში.

როგორც ჩანს, პროკურატურა ხვდებოდა, რომ ე.წ. “ვაშლის თლის” ბრალდებით უბრალოდ ვერ დადგებოდა ის შედეგი, რომელიც მათ სურდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ დაამატეს ბრალდება 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე და რამდენიმე სხვა ეპიზოდი.

ამის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებას შეეძლო ეხილა ტელეეკრანებზე, თუ როგორ დადიოდნენ სასამართლოში “შპარგალკიანი” მოწმეები, როგორ გადათქვეს მოწმეებმა ჩვენებები და ღიად ისაუბრეს იმ უკანონო წნეხზე, რომელიც მათზე განხორციელდა. მათ შორის, თუ როგორ გაიტაცეს ერთ-ერთი მოწმე ტყეში და ჩვენების მიცემას, იქ, ხეზე მიბმულს მუქარის ქვეშ სთხოვდნენ.

საზოგადოებამ იხილა პროკურატურის სრული უსუსურობა არა მხოლოდ “მონსტრობის”, არამედ მინიმალური დანაშაულის დამტკიცების თვალსაზრისითაც კი. ყოველივე ამის შემდეგ, აღნიშნულ საქმეებზე ლოგიკურად დადგა გამამართლებელი განაჩენი, თან ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სასამართლომ ანგარიში არ გაუწია პოლიტიკურ კონიუქტურას. პირველი საქმე მოსამართლემ მაქსიმალურად გაწელა და გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა ზაფხულის იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე პასიური სეზონია, ხოლო მეორე გამამართლებელი განაჩენის დაწერის შემდეგ, მოსამართლემ ის მხოლოდ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოაცხადა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლოსკენ, როცა ნათელი გახდა, რომ ვერაფრის დამტკიცება ვერ ხერხდებოდა, პროკურატურის ქცევა უბრალოდ სამარცხვინო იყო. ერთი პროკურორი მოულოდნელად გახდა ავად (ოღონდ ეს ავადმყოფობა, რატომღაც, მხოლოდ სასამართლო დარბაზში უმძაფრდებოდა), მეორემ სრულიად სასაცილო გარემოებებით გამოაცხადა თვითაცილება, ხოლო მესამეს, აშკარად, ერთადერთი დავალება ჰქონდა – გაეწელა პროცესი ნებისმიერი საბაბით.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყველა ეს პროკურორი ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ მიიყვანეს პროკურატურაში. პროკურატურას, ალბათ, ჩემი მთავრობის დროსაც ბევრი გადაცდომა ჰქონდა, თუმცა სამართლებრივი ნორმების ამ დონემდე აბუჩად აგდება და ყოველგვარი წესების იგნორირება, რაღაც ახალი და ძალიან უარყოფითი მოვლენაა ქართულ მართლმსაჯულებაში.

აი ამ სიტუაციაში, როდესაც უკვე დადგა ერთი და გარდაუვლად დადგებოდა მეორე გამამართლებელი განაჩენი, როცა ყველა პოლიტიკურ დონეზე გაკეთდა საჯარო გაფრთხილება, რომლითაც ბაჩო ახალაიას გათავისუფლება დაუშვებლად, ხოლო მისი ციხეში ყოფნა ნებისმიერ ფასად აუცილებლად ცხადდებოდა, გაჩნდა მისი მესამე საქმე – ე.წ. ციხის ბუნტის საქმე.

ყველას შევახსენებ, რომ 2006 წლისთვის საქართველოში საპატიმრო დაწესებულებებს მთლიანად აკონტროლებდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები და ციხის მაყურებლები. მათი კონტროლის აღმოფხვრის გარეშე საქართველოში დანაშაულის დამარცხებაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელები ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ ვითარება იოტისოდენადაც კი არ უმჯობესდებოდა. ბაჩო ახალაიამ დანიშვნისთანავე დაიწყო შეტევა კანონიერი ქურდების პრივილეგიებზე და ეს უკანასკნელები მაშინვე დაემუქრნენ, რომ ციხეში მოხდებოდა ბუნტი. პრაქტიკულად, დანაშაულებრივმა სამყარომ წამოაყენა ულტიმატუმი – ან თავს დაანებებთ ჩვენი შეზღუდვის მცდელობას, ან უკიდურესად აგირევთ სიტუაციას. ჩვენ – ხაზს ვუსვამ, ჩვენ, ვინაიდან ეს არ იყო მხოლოდ ბაჩოს გადაწყვეტილება და მეც ვიყავი იმის საქმის კურსში, რაც მათ შემოთვალეს – არ მივიღეთ ულტიმატუმი და მაინც გადავწყვიტეთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარება. კრიმინალებმაც შეასრულეს დაპირება და მოაწყეს მასშტაბური არეულობა.

აი, ეს საქმე აღმოჩნდა 2013 წლის ქართული პროკურატურისთვის მაშველი რგოლი. პირადად მე, შემრცხვა, როდესაც ტელევიზიით ვიხილე ბაჩო ახალაიას საქმის ბრალმდებელი პროკურორის ლევან ადეიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალაიას წინააღმდეგ საქმე ეფუძნება რამდენიმე კანონიერი ქურდის და ასევე სხვათა ჩვენებებს. როგორც იურისტი, მე ვიცნობ პრაქტიკას, როდესაც ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატების ხელმძღვანელები ჩვენებას აძლევდნენ სხვა მაფიოზების წინააღმდეგ, მაგრამ არ ვიცნობ არც ერთ შემთცვევას, არც ცივილიზებულ და არც ნაკლებად ცივილიზებულ საზოგადოებებში, სადაც საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მთავარი მტრების, ორგანიზებული დანაშაულის ლიდერების ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა ბრალს წაუყენებდა სახელმწიფოს იმ თანამდებობების პირებს, რომელთაც თანამდებობრივად სწორი ნაბიჯები გადადგეს მაფიოზების ძალაუფლების შესასუსტებლად. ეს განაჩენი არა უბრალოდ გაუმართლებელია იურიდიული თვალსაზრისით, არამედ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უბრალოდ სამარცხვინოა. სამარცხვინოს გარდა არაფერი შეიძლება უწოდო ფაქტს, როდესაც ქურდები და პროკურატურა ერთად ასამართლებენ ქურდებთან მებრძოლებს. ასეთ გადაწყვეტილებებს გარდაუვლად მოჰყვება მძიმე შედეგები და, სამწუხაროდ, ამ ფასის გადახდა საზოგადოებას მოუწევს მომავალში დაუსჯელობის სინდრომის და ორგანიზებული დანაშაულის გაძლიერების მხრივ.

ის, რომ ამ განაჩენის მიზანი ახალაიას ნებისმიერი ფორმით საპატიმროში დატოვება იყო, დადასტურდა იმითაც, რომ მას ხელახალი ბრალდება წაუყენეს. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო პრაქტიკა, ამ შემთხვევაშიც, როგორც წესი, არ ითვალისწინებს ამ ახალ საქმეზე პატიმრობას, სასამართლომ უკვე მერამდენედ, ისევ დაუშვა გამონაკლისი წესიდან და ორი გამამართლებელი განაჩენისა და ერთი ძალიან საეჭვო განაჩენის ფონზე, გამოიყენა წინასწარი პატიმრობა, ხელახლა დაიწყო პატიმრობის ვადის ათვლა, რაც, თავისთავად, ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის – შეიძლება, ზედიზედ რამდენიმეჯერ გაგამართლონ და მაინც ციხეში დაგტოვონ მრავალი წლით.

ვიცი, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ ძალიან ბევრ ადამიანს სუბიექტური დამოკიდებულება აქვს და ისიც ვიცი, რომ საპატიმროებში, სამწუხაროდ, ძალადობა ბოლომდე ვერ აღმოვფხვერით, მაგრამ მინდა მივმართო ყველას – დავდგეთ “ასავალ-დასავლის” და სხვა ბინძური ჭორების გამამვრცელებელთა ლოგიკაზე მაღლა.

მთელი ამ წლებისა და თვეების განმავლობაში თქვენ გიყვებოდნენ და ბევრმა დაიჯერეთ კიდეც, რომ ბაჩო ახალაია “მონსტრია”, რომ ის პირადად მონაწილეობდა მკვლელობებში, ადამიანთა წამებაში, გაუპატიურებასა და გატაცებაში, ასევე სხვა მძიმე დანაშაულში. მის მიმართ ოფიციალურად წარდგენილი ოფიციალური ბრალდებები, იმავე ხალხის მიერ მომზადებული, რომლებიც მთელი ეს წლები მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან განსხვავდება მათ მიერ საჯაროდ ტელევიზიით და ყვითელი პრესის ფურცლებიდან გაცხადებული ბრალდებებისგან. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბაჩოს არ დაუშვია სერიოზული შეცდომები. არც იმის გამორიცხვა შეიძლება არასდროს, რომ შეიძლება კანონიც დაერღვია და ამის შესახებ არაფერი გვცოდნოდა, მაგრამ ამდენი ძიების შემდეგ, ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო “ბუნტის” საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია.მე ვგმობ და ვემიჯნები ციხეში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში წამების, ცუდად მოპყრობის, უკანონობის ნებისმიერ ფაქტს – განაჩენი რომ რომელიმე მსგავს ფაქტზე დამდგარიყო, კატეგორიულად ვაცხადებ, არ გამოვიყენებდი შეწყალების უფლებას!მაგრამ ეს საქმეები პროკურატურამ წარადგინა და ისინი ბაჩო ახალიასთან მიმართებაში ყველას თვალწინ დაიშალა. ამგვარად, გამამართლებელ განაჩენებთან ერთად, საკითხიც მოიხსნა.რაც შეეხება ციხის ბუნტის საქმეს, რომელიც უკავშირდება კანონიერი ქურების ინსტიტუტის კანონიერ ჩარჩოებში აღმოფხვრის პოლიტიკას, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩემი, როგორც საზოგადოებისგან შესაბამისი მანდატის მქონდე თანამდებობის პირის და ასევე ჩემი მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება! დღესაც ღრმად მწამს, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელზეც სრულ პასუხისმგელობას ვიღებ!

ვიმეორებ, წინა ორ საქმეზე, დასაბუთებული განაჩენის შემთხვევაში, არ და ვერ დავიცავდი, შესაბამისად, არც შევიწყალებდი მას. ხოლო რაც შეეხება კანონიერი ქურდების ჩვენებების საფუძველზე, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ გამოტანილ განაჩენს, აქ საქმე არა იმდენად ბაჩო ახალაიას პიროვნებაშია, არამედ ისტორიის, სიმართლის და სამართლიანობის წინაშე, ჩემი ვალია, ხელი მოვაწერო შეწყალების აქტს ამ სამარცხვინო საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგომის შემდეგ; მოვაწერო არა იმიტომ, რომ საქმე შეეხება ბაჩო ახალაიას (მით უმეტეს, რომ ამ შეწყალებით, პროკურატურის მანიპულაციიების შედეგად, იგი ახლა ვერ გათავისუფლდება), არამედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ პრეცედენტი – “კანონიერმა ქურდმა” გაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ვეღარასდროს ვერ უნდა გაბატონდნენ იმ ეზოებსა და სკოლებში, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან, როგორც ეს იყო ჩემი ბავშვობის და უფრო გვიან პერიოდში.

საქართველოს, როგორც ქვეყანას, აღარასდროს არ უნდა დაუბრუნდეს კრიმინალებისა და მაფიოზებების ქვეყნის ძლივსგამქრალი რეპუტაცია და ამ მხრივ მაინც ვერავინ ვეღარ უნდა დაგვაბრუნოს წარსულში,” _ ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სააკაშვილის შეწყალების მიუხედავად, ბაჩო ახალაიას არ გაათავისუფლებენ

ივანიშვილი: "რესპუბლიკური პარტია" ყველაზე ბრძენი პარტიაა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3.03.2026
საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო