სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, “ჯეპრა” Marketing Brilliance Awards-ის რჩეული გახდა. ის საუკეთესო პიარკამპანიისთვის დააჯილდოვეს.
25 ოქტომბერს, პირველად საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოვება Marketing Brilliance Awards-ი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია: BOC- Global Events Group, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა პრესტიჟული კონფერენციების და კორპორაციული ტრენინგების ორგანიზატორთა შორის.
ეს იყო მასშტაბური ღონისძიება და მასში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა ყველა დაინტერესებულ კომპანიას.
ჟიურის წევრები იყვნენ: “მაიქროსოფტის”, “გუგლის”, “ნოკიას”, “ფილიპსის” და BBC-ის წარმომადგენლები.
სოსო გალუმაშვილი (კომპანია “ჯეპრას” დამფუძნებელი): “მარკეტინგ ბრილიანსი” პირველი მარკეტინგული კონკურსია, რომელიც უცხოურმა კომპანიამ საქართველოში ჩაატარა. ჟიურის წევრები მსოფლიოში აღიარებული კომპანიების წარმომადგენლები და მარკეტინგის სფეროში ცნობილი პიროვნებები არიან. ჩვენი კომპანიის წარმატება მრავალი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგია და მიღებული ჯილდო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა.
პიარკამპანიაში, რომელიც ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო, “ჯეპრას” თითქმის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული და თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
მომავალ წელს, მარკეტინგ ბრილიანსის გარდა, 3-4 საერთაშორისო კონკურსში ვაპირებთ მონაწილეობას და იმედი მაქვს, გამარჯვებულები დავბრუნდებით.
ეკატერინე ჟვანია (“ჯეპრას” დირექტორი): “კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, განხორციელებული გვაქვს უამრავი პროექტი. კლიენტები გვყავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. ჯეპრას კონსულტანტები ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე 4-ჯერ მოიწვიეს მეზობელ ქვეყნებში ექსპერტების სტატუსით (პროექტები ეხებოდა საჯარო სექტორში ჩასატარებელ რეფორმებს). სწორედ, წლების მანძილზე მიღებული გამოცდილება და პროფესიონალი კადრები განაპირობებს კომპანია “ჯეპრას” წარმატებას .
მე როგორც კომპანიის დირექტორი, ვამაყობ იმით, რომ წლების მანძილზე შევძელით და გვყავს სტაბილური კლიენტების საკმაოდ დიდი პორტფოლიო!
კლიენტების გამორჩევა ძალიან რთულია, რადგან ყოველი კლიენტი და პროექტი უნიკალურია. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოებული ყველა პროექტი/კამპანია არის ერთმანეთისგან განსხვავებული, რაც “ჯეპრელების” საქმიანობას ხდის უფრო საინტერესოს და გვაძლევს საკუთარი თავის განვითარების სტიმულს.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე საინტერესოა მუშაობა ისეთ კლიენტთან, რომელიც არის საკუთარი ბიზნესის/საქმიანობის განვითარების საწყის სტადიაზე. სწორედ ამ ტიპის კლიენტთან გვეძლევა საშუალება შევქმნათ და თვალყური ვადევნოთ იმ პროცესებს, რომლებსაც მივყავართ კომპანიის მიერ დასახული მიზნების მიღწევისკენ.”
“მარკეტინგ ბრილიანსის” დაჯილდოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანიამ ISO-ს სერთიფიკატი კიდევ ერთხელ აიღო.
ხატია ალფაიძე (“ჯეპრას” პრომოუშენ მენეჯერი) : “ჯეპრაში” ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა 2007 წლიდან დაიწყო. კომპანია ამავე წლიდან წარმართავს საკუთარ საქმიანობას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში ISO 9001:2008 სტანდარტების მიხედვით. ჩვენ, ვთავაზობთ კლიენტებს მომსახურებას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ISO-ს სტანდარტები მაღალ ხარისხთან და ნდობასთან ასოცირდება, ვინაიდან მის ფარგლებში წარმართული საქმიანობა მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანიებმა იზრუნონ ISO-ს სტანდარტების დანერგვაზე.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომპანიებს შორის კონკურენციამ გაზარდა მოთხოვნა ხარისხზე. დღეს, რაც უფრო მეტად აკმაყოფილებ ამ მოთხოვნას, მეტი შანსი გაქვს დააინტერესო მომხმარებელი, დაიმსახურო მისი ნდობა და ეფექტური კამპანიების წარმოების საფუძველზე მოიპოვო ლოიალობა”.






































































