https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არ დამარტყათ, გული მტკივა!”

19:07; 5.07.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, პირველადი შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია აქციის დაშლის დროს პოლიციის გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები და დაკავებული პირების სასამართლო პროცესები.

“ხაზგასასმელია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც იმთავითვე განაპირობა პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის არაპროპორციულობა: 1. პოლიციის მრავალრიცხოვანმა ძალებმა წინასწარ ჩაკეტეს დემონსტრაციის ადგილზე მდებარე ყველა შესაძლო გასასვლელი, რის გამო, აქციის მონაწილეებს მოესპოთ პოლიციის მიერ თვითდაშლის შესახებ გაკეთებული გაფრთხილების შესრულების შესაძლებლობა; 2. პოლიციის მიერ გამოყენებული იყო არათანაზომადი რაოდენობის სამართალდამცავი პირი, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო აუცილებელი დემონსტრაციის მონაწილეების დასაშლელად; 3. პოლიციამ დემონსტრაციის დაშლის დროს, ერთდროულად გამოიყენა რამდენიმე სპეციალური საშუალება ისე, რომ არ მოახდინა სპეციალური საშუალებების სხვადასხვა სახეების გამოყენების დიფერენცირება არსებული საფრთხეებისა და ლეგიტიმური მიზნების ადეკვატურად” _ აღნიშნულია კვლევაში..

როგორც საია_ს მიერ თვითმხილველებისა და ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, პოლიციამ, ღამის 12 საათისთვის და მანამდეც გადაკეტა ყველა გზა და ქუჩა, რომელიც აქციის მონაწილეებსა და სხვა პირებს აძლევდა პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას.

საია ამტკიცებს, რომ აქციის დარბევის დროს, პოლიციამ ერთდროულად გამოიყენა სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენება არ იყო აუცილებელი. აქციის დაშლის პროცესში პოლიციის ძალების ოდენობისა და აღჭურვის მასშტაბების გათვალისწინებით, უდავოა, რომ სიტუაციაზე ეფექტიან კონტროლს მთლიანად პოლიცია ახორციელებდა. აქციის მონაწილეების რაოდენობა, ღამის 12 საათისთვის, დაახლოებით 1000 კაცს შეადგენდა. ამასთან, ისინი არ იყვნენ შეიარაღებულები, თუ არ ჩავთვლით, მეტალო_პლასტმასის ხელკეტებს და ფანერის მასალისგან დამზადებულ ფარებს. პოლიციას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეეძლო აქციის მონაწილეების დაშლა და აქციის ადგილიდან მათი კონტროლირებადი განდევნა კონკრეტული გასასვლელით. მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა აქციის მონაწილეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა ან/და ძალის გამოყენების ფაქტს, პოლიცია იქნებოდა უფლებამოსილი, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ადეკვატური ძალა (ფიზიკური იძულება, ხელკეტი, რეზინის ტყვია და ა.შ.).

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საპროტესტო აქცია ყოველთვის არ ინარჩუნებდა მშვიდობიან ხასიათს. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის მსურველ დემონსტრანტებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პლასტმასის დროშის ტარებით და სქელი “კარდონის” ფარებით წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება თვით ასეთი ძალადობრივი ქმედების ჩამდენი დემონსტრანტების მიმართაც არ იყო პროპორციული. დემონსტრაციის ერთ_ერთი მონაწილე, რომელიც აღჭურვილია ფარით, წარწერით “მიშა, წავა!” და დროშის ტარით, ორთაბრძოლაშია ჩართული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთან. პოლიციელი ახერხებს დემონსტრანტის ძირს დაგდებას, მისთვის ფარის და დროშის ტარის გამოყენების შესაძლებლობის აღკვეთას. მაშინ როდესაც ძალადობრივი ქმედების ჩამდენი დემონსტრანტიდან მომდინარე საფრთხე აღარ მომდინარეობს, ძირს წაქცეული ადამიანის გარშემო იკვრება სპეცრაზმელების რკალი, რომლებიც წიხლებით და რეზინის ხელკეტებით სცემენ წაქცეულ დემონსტრანტს. იყო შემთხვევები, როდესაც ძალის გამოყენება ხდებოდა იმ დემონსტრანტების მიმართაც, რომლებიც არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ სპეცდანიშნულების რაზმს. სპეცდანიშნულების რაზმი რეზინის ხელკეტს იყენებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც იმყოფება საპროტესტო აქციის დაშლის ადგილას. სპეცრაზმელთა ქმედების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ისინი გამოედევნებიან ან ზურგიდან მიეპარებიან რომელიმე ადამიანს. მაგალითად, ერთი დემონსტრანტი ჩავარდნილია პარლამენტის წინ განთავსებულ შადრევანში. სპეცრაზმელი სარგებლობს რა იმით, რომ დემონსტრანტი მოკლებულია წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, ურტყამს მას რეზინის ხელკეტს,” _ აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიპოვა აქციის ერთ_ერთი მონაწილის, გიორგი გოგაშვილის ახსნა_განმარტება. ამ უკანასკნელის თქმით, მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა დაიწყო, ის გაიქცა რუსთაველის გამზირზე ეროვნული მუზეუმის მიმართულებით. ამ დროს მას წამოეწივნენ სპეცრაზმელები, რომლებმაც მას თავში რეზინის ხელკეტი დაარტყეს და ძირის დააგდეს. ამის შემდეგ გიორგი გოგაშვილი, 8 ადამიანთან ერთად, სავარაუდოდ, “კორიდორში” გაატარეს. ე.წ. “სირცხვილის კორიდორი” პოლიციამ პირველად გამოიყენა 2009 წლის ზაფხულის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნული მოპყრობის არსი მდგომარეობს შემდეგში: რამდენიმე სამართალდამცავი იყოფა ორ ჯგუფად, თითოეული მათგანი დგება ერთმანეთის პირისპირ, რითაც ქმნიან ე.წ. “ცოცხალი კორიდორის” ასოციაციას. დემონსტრანტი გადის პოლიციის ამ ორ ჯგუფს შორის, რა დროსაც მას ორივე მხრიდან ხვდება პოლიციის მუშტი და ხელკეტები.

“გიორგი გოგაშვილი და 8 სხვა ადამიანი, სავარაუდოდ, გაატარეს “სირცხვილის კორიდორში”. ამ დროს მათ აგინებდნენ. სავარაუდოდ, ცუდ მოპყრობას ჰქონდა ადგილი კინოთეატრ “რუსთაველშიც”. იმ დროს, როცა აქციის დაშლისას ყველა გასაქცევი ადგილი დაკეტილი იყო, რამდენიმე დემონსტრანტმა თავი კინოთეატრ “რუსთაველს” შეაფარა. 15 წუთში, კინოთეატრ “რუსთაველში” შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი. სპეცრაზმელებმა დარბაზში მყოფი ადამიანებისაგან გამოარჩიეს 30 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ ბილეთი და ისინი გაუშვეს დარბაზიდან. დარჩენილი ადამიანები დატოვეს დარბაზში და დაიწყეს მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. თავდაპირველად, სპეცრაზმელები რეზინის ხელკეტებით, სავარაუდოდ, გაუსწორდნენ საპროტესტო აქციის ლიდერებს. შემდეგ, კინოდარბაზში დარჩენილი ადამიანები დასვეს სკამებზე. 100_მდე სპეცრაზმელები რიგითობის მიხედვით მიდიოდნენ თითოეულ დემონსტრანტთან, ეკითხებოდნენ, საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობდნენ და პასუხის მიღების შემდეგ, სახეში რეზინის ხელკეტს ურტყამდნენ. ბორის კალანდაძის განმარტებით, კინოთეატრ “რუსთაველში” დაკავებული ცალკეული დემონსტრანტი დააწვინეს სცენაზე და სპეცრაზმელები ფეხით გადადიოდნენ მათზე. არასათანადო მოპყრობის ყველაზე ცხადი ეპიზოდი იყო რუსთაველის კინოთეატრიდან გამოყვანილი ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობა”, _ ნათქვამია ანგარიშში.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ აქციის დაშლის პროცესში, დაიღუპა ორი ადამიანი. თუმცა, ამავე აქციის დარბევას უკავშირდება კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშში ამ ფაქტებს ცალკე გამოჰყოფს.

მანსურაშვილისა და ცხადაძის სიკვდილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ორი პიროვნების სიკვდილს აქციის დაშლისას. ერთ_ერთი მათგანია ლეიტენანტი ვლადიმერ მანსურაშვილი, მეორე კი დემონსტრანტი ნოდარ ცხადაძე.

მომხდარის ოფიციალური ვერსიის თანახმად, ორივე პიროვნება ოპოზიციონერთა ერთ_ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძეს ესკორტის მანქანამ იმსხვერპლა. შსს_ს ვებ_გვერდზე განთავსებული ვიდეო_მასალაში ჩანს, სავარაუდოდ ესკორტის მანქანის ბორბლებში მოყოლილი ადამიანი. ეს პიროვნება, როგორც აცხადებენ, ლეიტენანტი მანსურაშვილია. ბურჯანაძის თანაშემწე, რომელიც მანქანას მართავდა, დაპატიმრებულია. მან განაცხადა, რომ პოლიციელს, სავარაუდოდ, მანქანის სარკე გაჰკრა, თუმცა, მაშინ არაფერი შეუმჩნევია. ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, პოლიცია როგორ ცდილობს ესკორტის მანქანების შეჩერებას; ზოგიერთი მათგანი მანქანის საბარგულსაც ახტება. შსს_ს მტკიცებით, ცხადაძეც ესკორტის მანქანებმა იმსხვერპლა. ვიდეომასალიდან ჩანს, რამდენიმე პოლიციელი როგორ სცემს ადამიანს იმ ადგილზე, სადაც ცხადაძის გვამი იქნა ნაპოვნი. ცხადაძის კოლეგის, ერიკ არუთინიანის ცნობით, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ის გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ცხადაძეს პოლიციელები სცემდნენ, რომლის დროსაც იგი ყვიროდა: “არ დამარტყათ, გული მტკივა”.

კვინტრაძისა და ასათიანის სიკვდილი

2011 წლის 27 მაისის დილას, პოლიციამ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედნის მეტროს სადგურთან მდებარე მაღაზიის სახურავზე _ აქციის დაშლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს_ს კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს, ნაპოვნი იქნა ორი მამაკაცის გვამი. მოგვიანებით გაირკვა გარდაცვლილთა ვინაობაც _ თბილისში მცხოვრები, 49 წლის ნიკა კვინტრაძე და ვანში მცხოვრები, 62 წლის სულიკო ასათიანი. შსს_ს განცხადებით, მათი გარდაცვალების მიზეზი სახურავზე გამავალ მაღალი ძაბვის სადენებთან შეხება იყო. პოლიცია, ასევე, იძიებდა აღნიშნულ პირთა კავშირს საპროტესტო აქციასთან. ოფიციალურმა ექსპერტიზამ დაადასტურა გამოძიების წინასწარი ვარაუდი ელექტროსადენთან დაკავშირებით.

კვინტრაძის ბავშვობის მეგობრის, ავთანდილ (რეზო) რეხვიაშვილის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, იგი მეგობართან ერთად იმყოფებოდა. სწორედ იქ ნახა კვინტრაძე ბოლოს. რეხვიაშვილმა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს გადაღებული ერთ_ერთ ფოტოსურათზე ამოიცნო. რეხვიაშვილის თქმით, მას უკვირს, როგორ აღმოჩნდა ხელებზე ბორკილდადებული კვინტრაძე “თავისუფლების მოედანზე” მდებარე ერთ_ერთი მაღაზიის სახურავზე.

ჟურნალისტებმა კვინტრაძის სხეულს ფოტო პროზექტურაში გადაუღეს და დამოუკიდებელ ექსპერტს აჩვენეს. სურათზე დაყრდნობით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაასკვნა, რომ პიროვნება სურათის გადაღებამდე 3_4 საათით ადრე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვინტრაძის მეზობლები და ნათესავები აცხადებდნენ, რომ ნაპოვნ გვამს ხელ_ფეხი შეკრული ჰქონდა. გამოძიება ზემოაღნიშნულ ბრალდებებს არ გამოხმაურებია. კვინტრაძის შვილი ამჟამად ქურდობისთვის იხდის სასჯელს. მას გათავისუფლება ერთ წელიწადში უწევს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ კვინტრაძის ოჯახი წევრები ციხეში მყოფი შვილის უსაფრთხოების დასაცავად დუმან. კვინტრაძის მამა 2011 წლის 29 მაისს, შვილის გვამის აღმოჩენიდან ორი დღის შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

კვინტრაძისა და ასათიანის სხეულები, სავარაუდოდ, პროზექტურაში ერთად დაასვენეს. ჟურნალისტებმა პროზექტურის წარმომადგენლებს კვინტრაძის სხეულთან ერთად დასვენებული მეორე სხეულის შესახებ ჰკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ უპასუხეს, რომ სხეული მცხეთიდან იყო ჩამოსვენებული.

ოპოზიციის წევრები და რამდენიმე ჟურნალისტი აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტის საჯარო გამოსვლის ადგილს ყოველთვის სიფრთხილით ამოწმებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ სამხედრო აღლუმზე პრეზიდენტი პარლამენტის ტერიტორიაზე, 26 მაისს დილის 11:00 საათის შემდეგ რამდენიმე საათით იმყოფებოდა. ამის გამო, მათ უკვირთ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა რატომ ვერ შეამოწმეს ახლოს მდებარე მაღაზიის სახურავი და სხეულები 26 მაისის დილას რატომ არ იქნა აღმოჩენილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ოზურგეთის იზოლატორში განთავსებული პატიმრების: ხვიჩა კვარაცხელიას, ელგუჯა პაპუნაშვილის, გიორგი ბუჯიაშვილის, გივი ქურდიანის, ასევე ლანჩხუთის იზოლატორში განთავსებული _ ვეფხია დევნოზაშვილის, გოჩა ლაშხიას, ტარიელ ფლუიძის, თენგიზ და გელა მამნიაშვილების განცხადებით, ისინი არ იყვნენ 26 მაისის აქციის მონაწილენი და სრულიად შემთხვევით მოხვდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, მათი დაკავება ყოველგვარი ახსნა_განმარტების გარეშე მოხდა, ხოლო მათ მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის საქმის მასალები სხვა დაკავებულების საქმის მასალების ანალოგიურია. ლანჩხუთის იზოლატორში მყოფი გიორგი ყოლბაიას განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ სანქცირებული მიტინგი ღამის 12 საათზე უნდა დასრულებულიყო და ის ტაქსით წავიდა სახლში, თუმცა, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ტაქსიდან ჩამოსვეს და დააკავეს.

იურისტები დაკავებულთა სასამართლო პროცესებზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ საია_ს ადვოკატებს სასამართლოში სერიოზული დაბრკოლებები შეექმნათ დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით.

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ყველა პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173_ე მუხლით. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის და სანქციის სახით, ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი და სასამართლოზე წარმოდგენილი სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც ამგვარი პროცესებისთვის ერთ_ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, აბსოლუტურად იდენტური იყო და განსხვავდებოდა მხოლოდ დაკავებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების ნაწილში.

საია_ს ანგარიშში დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი პირების მდგომარეობაცაა ასახული: “დაკავებულებს არ ეძლეოდათ ნათესავებთან და ადვოკატებთან კომუნიკაციის საშუალება; არ ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ; უმეტეს შემთხვევაში, პატიმრები არ იყვნენ უზრუნველყოფილნი საკვებით და სამედიცინო მომსახურებით; მაგალითად, საია_ს თელავის ოფისის ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თელავის იზოლატორში მყოფი დიაბეტით დაავადებული პატიმარი კახა ბუაჩიძე ოჯახის წევრებმა 31 მაისს თავად უზრუნველყვეს შესაბამისი წამლებით, ხოლო თელავის იზოლატორში მყოფი დიაბეტით დაავადებულ მეორე პატიმრის, რამაზ ლატარიას განცხადებით, მას არავინ ჰყავს, რომ ინსულინის ნემსი მიაწოდოს. იზოლატორის ადმინისტრაციის განცხადებით, ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს პატიმრებს ინსულინით. საია_ს რუსთავის ოფისის ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კვებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ და იზოლატორში მიყვანიდან პირველი ორი დღის განმავლობაში საკვები არ მიეწოდებოდათ რუსთავის იზოლატორში მოთავსებულ პატიმრებს: ცოტნე ჭელიძეს და გიორგი ბერიშვილს.”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის #108 ბრძანებით დამტკიცებული დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების მე_4 მუხლის “ე” და “ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრულია იზოლატორის ადმინისტრაციის ვალდებულება, რომელშიც გარკვევით წერია დაკავებულის საკვებით და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ. იურისტები აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის ეს ბრძანება ბევრ ქალაქში დაირღვა.

ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მომხდარი შემთხვევა საია_ს პირველად ანგარიშში ვერ მოხვდა, თუმცა, ამის შესახებ ჩვენ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას უკვე შევატყობინეთ _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ, 20 წლის გარდაბნელ დიმიტრი ტიტვინიძეს აპენდიციტის ოპერაცია ჩოხატაურის საავადმყოფოში ჩაუტარდა (იხ. გურია ნიუსი #50). პატიმარი ოპერაციიდან რამდენიმე საათში ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე დღეს კი, იზოლატორში დააბრუნეს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ტიტვინიძეს ნაოპერაციევი დაუჩირქდა და ის რამდენჯერმე ჰყავდათ მიყვანილი ჩოხატაურის საავადმყოფოში, თუმცა, მიმღებში არსებულ ჟურნალში ეს შემთხვევა გატარებული არ არის.

ჩოხატაურის საავადმყოფოს მიმღები განყოფილების და ამავე დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, პოლინა დგებუაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ ტიტვინიძეს ნაოპერაციევი დაუჩირქდა:

_ ტიტვინიძე ერთხელ ჰყავდათ მოყვანილი მიმღებში. ახლა უკვე კარგად არის.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ მას ნაოპერაციევი დაუჩირქდა…

_ ეგ რამდენი ხანია. ქუთაისიდან რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაჩირქებული ჰქონდა და მიიყვანეს საავადმყოფოში. ცისანა ექიმმა გაუხსნა და გაუწმინდა. ასე ხდება ხშირად. შიგნით ყველაფერი კარგად იყო, მხოლოდ კანზე ჰქონდა პრობლემა.

_ ეს ფაქტი საავადმყოფოს ჟურნალში რატომ არ არის გატარებული?

_ ჟურნალში არ იქნება (?!). ჩვენი ექიმი იქ მიჰყავთ და გადახვევა იქ კეთდება. ერთხელ იყო საავადმყოფოში, ზევით (ქირურგიულ განყოფილებაში. ავტ.) და იქ ჟურნალი არ არის. მეტჯერ საავადმყოფოში არ ყოფილა. სასწრაფოს იძახებენ და მიდის ადგილზე, სასწრაფოს გამოძახებაში კი ეს გატარებულია.

_ შეიძლება, რომ ჟურნალში ეს შემთხვევა არ იყოს აღრიცხული?

_ არ ვიცი, რატომ არ არის. მე ვერაფერს გეტყვით .

ჩოხატაურის საავადმყოფოს დირექტორის, თემურ კოროშინაძის თქმით, ტიტვინიძისთვის განმეორებითი გადახვევის გაკეთება საავადმყოფოს ვალდებულება არ იყო, რადგან პატიმარს თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა:

_ ჩვენი ვალდებულება არ იყო მისთვის განმეორებითი გადახვევა უფასოდ ჩაგვეტარებინა _ მას არ ჰქონდა თანხის გადახდის საშუალება. თუმცა, მას ჩარევა, ფაქტობრივად, არ დასჭირვებია(?!). ჭრილობა დაჩირქებული არ იყო(?!). პრინციპში, ავადმყოფს მნიშვნელოვანი მომსახურება არ ჩატარებია. ეს იყო სპეციალისტის შეფასების დონეზე მხოლოდ, რადგან ჭრილობა იყო სუფთა(?!), _ დაგვიზუსტა კოროშინაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026

თამაზ დარჩია ბავშვებს ხელოვნების სიყვარულს უნერგავს

"მანამ ვერ ვისვენებ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო