https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესაძლო გაუქმების შესახებ

13:11; 5.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საყოველთაო ჯანდაცვის შესაძლო გაუქმების შესახებ “გურია ნიუსს” ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ხელმძღვანელმა უთხრა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.  სამინისტროში ამბობენ, რომ ეს მოგონილი ჭორია და ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა; პირიქით, პროგრამა ახლახანს გაფართოვდა და გაუქმებაზე საუბარიც არ არის. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია. რომ საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემის დანერგვა ბიუჯეტის სახსრების ზრდას იწვევს; ამიტომ, მთავრობა ცდილობს ჯანდაცვის პროგრამა მიზნობრივი გახადოს და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მთავრობას მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვაზე უარი თქვას.

“ძალიან ბევრი მოქალაქე გვაკითხავს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დახმარების საკითხთა სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რომ მათ საჭირო დახმარება გავუწიოთ. ამ პერიოდში ჩვენს კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ფასებია სხვა კლინიკებთან შედარებით, ბევრი ოპერაცია ჩატარდა. ახლა კი აქტიურად განიხილავენ საკითხს საყოველთაო ჯანდაცვის სრულიად ან ნაწილობრივ გაუქმებაზე. შესაძლოა, ის მაღალი პროცენტები, რომლითაც პროგრამა პაციენტის მკურნალობას აფინანსებდა შემცირდეს, ან სრულიად გაუქმდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის გაუქმება საზოგადოებისთვის დიდი დარტყმა იქნება. სადამდე “გაქაჩავს” საყოველთაო ჯანდაცვა, საკითხავია. შეიძლება წლის ბოლომდე და ახალი წლიდან საერთოდ არ იყოს. უკვე იმხელა თანხებზეა ლაპარაკი ერთი სამინისტროს კი არა, ქვეყნის ბიუჯეტიც ვერ გაუძლებს”, _  აცხადებს “გურია ნიუსის” წყარო, რომელიც კლინიკის დირექტორია. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, შეღავათებთან ერთად, გარკვეული გაუგებრობებიც გამოიწვია, რის გამოც განაწყენებული პაციენტები კლინიკას ხშირად აკითხავენ: “პირველ რიგში, გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ სამინისტროს აქვს კონკრეტულ ოპერაციებზე კონკრეტული პროცენტით დაფინანსება გაწერილი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასე ვერ ხერხდება. მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის წლიური ლიმიტი 15 ათას ლარს შეადგენს, აქედან, ჯანდაცვის სამინისტრო 70%-ს აფინანსებს. ამასთან, აღნიშნულია, რომ პაციენტს თავად შეუძლია კლინიკის არჩევა. თუმცა, სხვადასხვა კლინიკას ერთსა და იმავე ოპერაციაზე სხვადასხვა ფასი აქვს დაწესებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ შემთხვევაში გამოსავალი იპოვა და ამ ფასის საშუალო არითმეტიკულით ანგარიშობს ოპერაციის დასაფინანსებელ პროცენტს, რაც ხშირ შემთხვევაში 70%-ს არ ემთხვევა და პაციენტებში უკმაყოფილებას იწვევს.

ამგვარ სიტუაციაში, დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ გეგმიურ ოპერაციებზე დადგენილი 70 პროცენტით მხოლოდ იმ შემთხვევაში ფინანსდება პაციენტი, თუ ის არა თავის არჩეულ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ კლინიკაში გაიკეთებს საჭირო ოპერაციას, სადაც შედარებით დაბალი თანხაა გადასახდელი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კი აღნიშნულია, რომ სასურველ კლინიკას პაციენტი ირჩევს, სამინისტრო კი გეგმიური ქირურგიული ოპერაციის 70 პროცენტს იხდის. ამასთან, პრობლემად რჩება გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებზე პაციენტების მოცდის რეჟიმში ჩაყენება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის ორ თვემდეც გრძელდება”, _  აცხადებს “გურია ნიუსის” წყარო.

ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დახმარების საკითხთა სამინისტროში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროგრამა თანდათან ფართოვდება.

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან გოგოლაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა:

“საყოველთაო ჯანდაცვის გაუქმება აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი, პირიქით, პროგრამა ახლახანს გაფართოვდა და გაუქმებაზე საუბარიც არ არის. ეს თემა საერთოდ არც ყოფილა. ეგ არის მოგონილი ჭორი. სავარაუდოდ ვიცი, ვინც ამას გეტყოდათ (ქალბატონი რუსუდანი ასახელებს კონკრეტული კლინიკის ხელმძღვანელს, რომელიც, მისივე თქმით, ხშირად ვარაუდობს, რომ  პროგრამა გაუქმდება). თუმცა, მაინც რის საფუძველზე მოგაწოდეს ეს ინფორმაცია, ვერ ვხვდები. მე რომ ვიცოდე რომელი კლინიკის ხელმძღვანელმა გითხრათ ეგ ინფორმაცია, გეტყოდით მის კლინიკას რა პრობლემები აქვს. თვითონ კლინიკებს აქვთ პრობლემები, ჯერ კიდევ არ არიან გარკვეულები როგორ წარმოადგინონ შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაცია. ამას ყველა კლინიკაზე ვერ გეტყვით, მაგრამ დიდ კლინიკებს დოკუმენტაციის წარმოების პრობლემები აქვთ. შესაძლოა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ამბობს ამას. რაც შეეხება პროგრამის გაუქმებას იმის გამო, რომ თითქოს სამინისტროს დაფინანსება არ ეყოფა, შემიძლია გითხრათ, რომ თანხები რაც იყო გამოყოფილი, მისი გადახარჯვა არ მომხდარა, პირიქით. ახლახან, ახალი დადგენილებით დაფინანსებაც გავაუმჯობესეთ, რის საშუალებასაც ბიუჯეტი იძლეოდა. როგორც ჩანს, ის პიროვნება არანაირად არ არის ჩახედული ამ ბიუჯეტის ოდენობაში. ეს არის ჭორი და რაღაცის გამო თვითონ არ აწყობს რომ ამ პროგრამამ იმუშაოს”, _  აცხადებს გოგოლაშვილი.

რაც შეხება 2014 წელს ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას, გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტის პროექტში უნდა გაიწეროს: “კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუ რამდენი იქნება გამოყოფილი. ბიუჯეტის კანონში ხომ არის გამოყოფილი თანხები და იმის მიხედვით იქნება. თანაც, 2014 წლიდან გაიზრდება დაფინანსება. რაც შეხება სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ დაზღვევის ფონდს, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ და ფონდის ჩამოყალიბებას არავინ შემითანხმებს”, _ ამბობს რუსუდან გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ძალიან გაამართლა და პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს მხრიდან 99 ათასზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა: “შემიძლია გითხრათ ზუსტი ციფრები 1 ივლისის შემდეგ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით და რამდენი დავაფინანსეთ. მოქალაქე, რომელიც ფინანსურად დაუცველი იყო, ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს. 1 ივლისიდან დღემდე დაფინანსებულია 99305 შემთხვევა, აქედან, 64393 გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება იყო, 15199 – გადაუდებელი სტაციონარული, გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე დაფინანსდა 4318 ადამიანი; აქედან, კარდიოქირურგიაზე  _ 338 შემთხვევა, მშობიარობაზე  _  12291, ქიმიო და სხივურ თერაპიაზე _ 668 შემთხვევა. ამ მონაცემებით როგორ არა აქვს ამ პროგრამას წარმატება?! 99 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფინანსებული ზოგი სრულად და ზოგი _  ნაწილობრივ”, _  ამბობს გოგოლაშვილი.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ დაფინანსებას,  სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სატარიფო არეალი კლინიკების ფასების მიხედვით დგინდება და დაფინანსების პროცენტიც განსხვავებულია: “გამოყვანილია სატარიფო არეალი, რაც ითვლება კლინიკებიდან მოწოდებული ფასებიდან გამომდინარე. საკმაოდ ბევრი კლინიკა ჯდება ამ სატარიფო არეალში, სადაც დაფინანსება მაქსიმალურად ხდება, რაც კონკრეტული მომსახურებისთვის გვაქვს დაწერილი. მინიმუმ 20 კლინიკაა, სადაც, მაგალითად, ქირურგიული ოპერაცია 70 პროცენტიანი დაფინანსებით შეუძლიათ გაიკეთონ. მაგრამ არის კერძო კლინიკები, სადაც მომსახურების საკმაოდ მაღალი ფასებია, ამიტომ, სატარიფო არეალიდან გამომდინარე, გარკვეულ ნაწილს ვაფინანსებთ, დანარჩენ სხვაობას კი პაციენტი ამატებს. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც ძალიან სამართლიანია. არის ოპერაციები, რომლის საბაზრო ფასი 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს, მაგრამ არის რამდენიმე კერძო კლინიკა, სადაც იგივე ოპერაცია 2500 ლარი ღირს. პაციენტს შეუძლია ოპერაცია 1500-ლარიან კლინიკაში გაიკეთოს და ასეთი დაახლოებით 20 კლინიკაა და ასევე შეუძლია ძვირიანი კლინიკა აირჩიოს, მაგრამ ფასი თავად დაამატოს”, _  აცხადებს რუსუდან გოგოლაშვილი.

ცენტრ ის “მომავლის ინიციატივები” ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემის დანერგვა ბიუჯეტის სახსრების ზრდას იწვევს; ამიტომ, მთავრობა ცდილობს, ჯანდაცვის პროგრამა მიზნობრივი გახადოს. საბოლოო ჯამში კი, მთავრობა “საყოველთაო ჯანდაცვაზე” უარს იტყვის: “იმედი მაქვს, როგორც წლის დასაწყისში ჩაერია მთავრობა დარგში ქირურგიულად, ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ ჩაერევა, თუმცა გიდასტურებთ, რომ მთავრობამ მოახდინა თავისი პოზიციების რევიზირება დაზღვევის სექტორთან მიმართებაში. ამის დასტურად, მაგალითისთვის გეტყვით, რომ მთავრობა აღარ საუბრობს ე.წ. სახელმწიფო დაზღვევის ფონდზე. რაც მთავარია, 2020 წლამდე ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში მთავრობის ხედვის დოკუმენტში წერია, რომ მართალია მთავრობამ წელს დაიწყო ე. წ. ტოტალური ჯანდაცვის თუ დაზღვევის სისტემის დანერგვა, მაგრამ ეს აუცილებლად გამოიწვევს ფისკალური წნეხის ზრდას ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ბიუჯეტის ხარჯების ძალიან დიდ ზრდას. სწორედ ამიტომ, მთავრობა გეგმავს, რომ დაზღვევის თუ ჯანდაცვის პროგრამები მიზნობრივი გახადოს, რაც არსებითად ნიშნავს ე. წ. ტოტალურ და საყოველთაო ჯანდაცვაზე უარის თქმას. თუმცა, რამდენ ხანში იტყვის ამ ყველაფერზე უარს, ჯერ კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, 2014 წლის ბიუჯეტი, ჯანდაცვის კუთხით, 100 მილიონით არის გაზრდილი, მაგრამ ძველი, წინა წლების პროგრამები შენარჩუნებულია. პარალელურად, შენარჩუნებულია მცირე მოდიფიკაციებით ე. წ. საყოველთაო ჯანდაცვა და არა დაზღვევა. რაც გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მთავრობამ არა მყისიერად, არამედ თანდათან, სწორი ანალიზის საფუძველზე, გააკეთა დასკვნა, რომ სჯობს კარგად გაიაზროს და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები. რაც თავის თავში მოიცავს წელს დაწყებული საყოველთაოობის რევიზიას”, _  აცხადებს ალაფიშვილი. მისივე თქმით, “მომავალ წელს, პარალელურ რეჟიმში იარსებებს ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ ეს საყოველთაო არ იქნება”.

ყველა მოქალაქე ჯანმრთელობის მომსახურების პროგრამით უზრუნველყოფილი ვერ იქნება. შესაძლოა, პროგრამას სახელად დარჩეს საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ ეს პროგრამა სინამდვილეში საყოველთაო არ იქნება. მთავრობამ უკვე დაადასტურა ამის უპერსპექტივობა საქართველოს რესურსების პირობებში. ეს ნიშნავს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მიზნისკენ მიმართვას. რომელი მიზნობრივი ჯგუფი იქნება პრიორიტეტული და როგორ წარიმართება ამ პროგრამის მუშაობა, ამას ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ დებატების განახლების შემდეგ ვნახავთ. ამ ეტაპისთვის, კონკრეტული მონახაზი ბიუჯეტში მოცემული არ არის”, _  ამბობს ალაფიშვილი.

რაც შეეხება მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფას, რამაც შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს, ალაფიშვილი ამბობს, რომ ამით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება: “წელს დაწყებული ჯანდაცვის პროგრამის თუ დაზღვევის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ფარმაცევტიკაა, მაგრამ ხელისუფლების მცდელობები, რომ უცხოური კომპანიები შემოეყვანა ბაზარზე და პრობლემა მოეგვარებინა, ვერ მოხერხდა. ეს ვერც მოხერხდება, თუკი მთავრობამ ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მთლიანობაში არ გაიაზრა. იაფი მედიკამენტი კვალიფიციურ ჯანდაცვას არ ნიშნავს, სწორედ ამიტომ, დღეს ძალიან რთული პრობლემა დგას. საჭიროა მთავრობის გლობალური ხედვა, რომ 4-5 წლის შემდეგ მივიღებთ თუ არა იმის ეკვივალენტურ მომსახურებას, რასაც მე ან სახელმწიფო გადავიხდით. ხარისხი და ხელმისაწვდომობა მაქვს მხედველობაში.

საერთოდაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაცხადება მთავრობის მხრიდან ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. მმართველ უმრავლესობას გააზრებული არ ჰქონდა ამ პროექტის დაწყება, რაც შეცდომა იყო. ამას თვითონაც აღიარებენ. თუკი წლის დასაწყისში ამბობდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ ყველაფერს ჩამოსცილდებოდა, იქნებოდა მუნიციპალური საავადმყოფოები, იქნებოდა დაზღვევის ფონდი, ამაზე აღარც კი საუბრობენ. ეს კარგი და აბსოლუტურად სწორია. მთავარია, ეს სიჩუმე მთავრობამ ამ ყველაფრის სისტემურად გააზრებაში დახარჯოს და ისე მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები”, _ ამბობს ალაფიშვილი.

მისივე თქმით, ხარისხიანი ჯანდაცვა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება: “საზღვარგარეთ მოქალაქემ იცის, როგორ ადევნოს თვალყური თავის ჯანმრთელობას, ჩვენ კი როცა უკიდურესი მდგომარეობა გვაქვს, მაშინ მივდივართ ექიმთან. არის ბევრი სოციალური ფაქტორი, სამოქალაქო  განათლება და ა.შ. პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება ჩვენთვის უცხოა. საწყის ეტაპზე, ეს უნდა იყოს მთავრობის ზრუნვის საგანი. ამას დღეს ვერცერთ დოკუმენტში გაწერილს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ჯანდაცვის გარეშე მოსახლეობის დარჩენას, ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. ჰოსპიტლების ძალიან დიდი ნაწილი პრივატიზებულია, ეს ბიზნესია, ჯანდაცვის გარეშე დარჩენა კი ტოტალურ გაკოტრებებს ნიშნავს. მაგრამ სხვანაირად რომ შევხედოთ, ცოტა ირიბად ამ ყველაფერს, სხვა სურათს მივიღებთ: თუკი არ იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა, კბილის მაგივრად თუ თვალზე მიმკურნალეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება?! თუკი ობიექტურად იარსებებს ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, მაგრამ კვალიფიციური სპეციალისტები თავისი შრომის შესაბამის ხელფასს ვერ მიიღებენ და შესაბამისად, მოსახლეობას ვერ მოემსახურებიან, მაშინ გეთანხმებით, რომ შესაძლებელია, მოსახლეობა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს, ისევე როგორც ფარმაცევტიკის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც ქართული რეალობისთვის იქნება შესაფერისი და არა კლასიკური მოდელები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია აპრობირებული”, _ აცხადებს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 1 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასევე ფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70 პროცენტით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80 პროცენტით); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური _ 500 ლარი, საკეისრო კვეთა _ 800 ლარი). პროგრამაში 425 პროვაიდერი დაწესებულებაა ჩართული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

განცხადება პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

ოზურგეთში საბჭოური სამხედრო ბაზების ტერიტორიების შესწავლას ითხოვენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

14:52; 27.02.2026
სამართალი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს – დახურულია 10 ობიექტი

14:20; 27.02.2026
საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება _ დეტალები

13:22; 27.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ქარი და თოვა: ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13:14; 27.02.2026
საზოგადოება

ცვლილებაა – უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

12:51; 27.02.2026
საზოგადოება

როდის დასრულდება ლაშეს უბანში ხიდის მშენებლობა

12:44; 27.02.2026
ფინანსები

რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია”

12:34; 27.02.2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27.02.2026
სამართალი

“ერთი საათი _ 120 ლარი” _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

11:52; 27.02.2026
სამართალი

თბილისში კაცმა დედა დაჭრა

11:40; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო