“გურია ნიუსში” გამოქვეყნდა წერილი სათაურით _ “ნაცმოძრაობა ხელისუფლებას შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.” წერილში მოყვანილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულ პირთა სია. გვინდა განვმარტოთ, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც სტატიაშია მოყვანილი მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულში უკვე წლებია მუშაობენ. ის ადამიანები კი ვინც მიმდინარე წელს დასაქმდნენ დროებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით არიან სამსახურებში აყვანილები.
რაც შეეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტთა ერთ ჯგუფს, მათი მითითება უადგილოდ მიგვაჩნია, რადგან წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცენდენტოდ ჩატარდა. არც ერთი საჯარო მოხელე არ ყოფილა საარჩევნო კამპანიაში ჩართული და არც მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატი ემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს.
რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, გვინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტში ბოლო ორი თვის განმავლობაში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. ეს ადამიანები სოფლის პროგრამებსა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმდნენ.
უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა და ამის გადასაჭრელად დღევანდელ მთავრობაში ძალიან ბევრი პერსპექტიული პროგრამა მუშავდება”.