“მაშინ როცა ხელისუფლებაში არის კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც თავისი შემადგენლობით ჭრელია, საჭიროა საკმაოდ დიდი მოთმინების უნარი გამოიმუშავოს ახალმა პრემიერმა. ვისურვებდი, „ქართული ოცნება“ ჩამოქროლებით კი არ იყოს ქართულ პოლიტიკაში, არამედ მყარად დამკვიდრდეს. ახალ მინისტრთა კაბინეტს, რომელიც ნოემბრის ბოლოს იქნება ფორმულირებული, მართლაც ბევრი პრობლემა ექნება გადასაწყვეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო თვალსაზრისითაც და ძალიან სერიოზულად მოუწევთ მუშაობა”.
კაციტაძის განცხადებით დღეს საქართველოში შეინიშნება მრავალპარტიულობისა და დემოკრატიის სასურველი ფონი, რაც სწორად გადადგმული ნაბიჯებით კარგ შედეგს მოუტანს ქვეყანას.
“17 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ჩნდება მრავალპარტიულობისა და დემოკრატიის სასურველი ფონი, რასაც თან უნდა ახლდეს ბიზნესის თავისუფლება. არავისთვის უცხო არაა, რომ პოლიტიკა არ გამოდის ფულის გარეშე, ფული კი მოდის ბიზნესიდან, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ბიზნესი იყოს თავისუფალი და ბიზნესმენს უნდა შეეძლოს საკუთარი აქცენტებით გააკეთოს არჩევანი. ამ დროს ყველა პარტია თანასწორ ვითარებაში იქნება და თუ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, უნდა გვქონდეს დემოკრატია”.
მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ჯერ არ გაცნობია შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევებს დანაშაულების კლების შესახებ, მაგრამ განაცხადა –”ყველაზე მთავარია სახელმწიფოს მხრიდან იკლო კრიმინალმა”.