სამართალდამცველებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში, ზურაბ ქ-ს საცხოვრებელი სახლიდან “მაკაროვი”-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).