(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “აგრობიზნეს ცენტრი-ლანჩხუთის” მიერ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა კომერციული ბანკების, საერთაშორისო საგრანტო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მონაწილეობით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებთან.
როგორც ცენტრის დირექტორმა, გელა ზოიძემ თქვა, სხვადასხვა ბანკებისგან ასამდე ფერმერმა ისარგებლა შეღავათიანი სესხებით.