https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზესაიდუმლო გარიგება” _ პატარკაციშვილებს 39 მილიონის მოპარვაში ადანაშაულებენ

9:11; 7.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საპასუხოდ, “რუსთავის ფოლადმა” “ქართული ფოლადის” დირექტორის, ნათია ჯაყელისა და ჯოზეფ კეის  წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

“რამდენიმე დღის წინ ჩავიბარე შ.პ.ს. „რუსთავის ფოლადის“ მიერ გამოგზავნილი სარჩელი ბატონი ჯოზეფ კეის და ჩემს წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე. 2011 წლის 6 ივლისს, მას შემდეგ რაც ინა გუდავაძემ და სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დღესაც გრიფით საიდუმლო დოკუმენტს, რომლის ძალითაც წაგვართვეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და 15 წუთი მოგვცეს ტერიტორიის დასატოვებლად. სამუშაო ოთახში დამრჩა ჩემი ნივთები, რომლებიც ისევე მიითვისეს, როგორც ქარხანა და სხვა დანარჩენი. ჩემს პირად ნივთებს შორის იყო წიგნები და ერთ-ერთი მათგანი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ მე მოხარული ვარ, თუ მათ ეს წიგნი გადაშალეს და იქ ამოიკითხეს სიტყვების “ღირსება” და “პატივი” მნიშვნელობა.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ჩემი სიტყვა თუ გამონათქვამი გამყარებულია დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით და მას შემდეგ რაც ისინი ახსნიან თუ რას გულისხმობენ “პატივისა” და “ღირსების” შემლახველ გამონათქვამებში, საპასუხოდ მასმედიის საშუალებით  გავავრცელებთ ყველა იმ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება მართლა გაძარცვეს თუ არა მათ საქართველოს ბიუჯეტი და  არის თუ არა მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფარატინა ქაღალდი!” _ აცხადებს ნათია ჯაყელი.

მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მიღწეულია. ნათია ჯაყელი დარწმუნებულია, რომ  ის ადამიანები, რომელთაც უკანონო გარიგებებით მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი 39 მილიონი ლარით აზარალეს, კანონის შესაბამისად პასუხს აგებენ.

“უკვე რამდენიმე თვეა  ს.ს. “ქართული ფოლადის” მოთხოვნათა სიაში ფიგურირებს ერთ-ერთი თემა _ მაქინაციებითა და კრიმინალური ქმედებებით ინა გუდავაძემ და მისმა გუნდმა, რომელიც დღეს შ.პ.ს „რუსთავის ფოლადს“ აკონტროლებს, საქართველოს  ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი მოიპარა.  დღეს ვასაჯაროებთ იმ დოკუმენტებს რომელიც ამ ფაქტის უტყუარი მტკიცებულებაა. დანარჩენი კი მარტივი არითმეტიკაა.  ეს მთელი სქემა ერთ დღესაა განხორციელებული, უფრო სწორად ლამის ერთი წუთის ინტერვალით.”

“გურია ნიუსი” წარმოგიდგენთ ამ ანგარიშფაქტურებს.

“ეს არის ანგარიშფაქტურები, რომლებიც  ამტკიცებენ შემდეგს: რამდენიმე წუთის სხვაობით, ქართული ფოლადის კუთვნილი წიდა ჯერ მიყიდეს შუალედურ კომპანიას 3 916 418 ლარად და 1 წუთის შემდეგ იმ შუალედურმა კომპანიამ მიყიდა რუსთავის ფოლადს 256 178 000,00 ლარად. შედეგად წარმოიქმნა დღგ 39 მილიონი (არა რეალური, არამედ ვირტუალური). მათ ეს ვირტუალური თანხა გაანაღდეს, ანუ აქციეს რეალურად – არ არსებული მოიპარეს ბიუჯეტიდან. ჩვენ შეტანილი გვაქვს პროკურატურაში ეს ფაქტურები, როგორც მტკიცებულება, ფაქტი არის თვალნათელი, მაგრამ  გამოძიება პრაქტიკულად გაჩერებულია, ეს სისხლის სამართლის თემაა.” _ აცხადებს ნათია ჯაყელი.

“გურია ნიუსი” იმ ბრალდებებთან და წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რასაც “ქართული ფოლადი” ავრცელებს, პატარკაციშვილების ადვოკატს, გიორგი გეწაძესაც დაუკავშირდა.

_ ბატონო გიორგი, თქვენ შეიტანეთ სარჩელი ნათია ჯაყელისა და ჯოზეფ კეის წინააღმდეგ და მათ პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებთ. აცხადებთ, რომ 39 მილიონის ბიუჯეტიდან მოპარვაზე განცხადება სიმართლეს არ შეეფერება

_ ერთ-ერთი სწორედ ეგ ფაქტორი  გახლდათ, ბიუჯეტიდან 39 მილიონის მოპარვასთან დაკავშირებით. ამას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან, მათ არ შეიძლება ქონდეთ ისეთი საბუთი, რომელიც ამ განცხადებას გაამყარებდა.

_ თუმცა, ანგარიშფაქტურები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ანგარიშფაქტურები, ამტკიცებენ შემდეგს: რამდენიმე წუთის სხვაობით, ქართული ფოლადის კუთვნილი წიდა ჯერ მიყიდეს შუალედურ კომპანიას 3 916 418 ლარად და 1 წუთის შემდეგ იმ შუალედურმა კომპანიამ მიყიდა რუსთავის ფოლადს 256 178 000,00 ლარად. შედეგად წარმოიქმნა დღგ 39 მილიონი. აი ამ 39 მილიონზეა საუბარი. სხვაობა მართლაც უზარმაზარია…

_  იცით როგორ არის, კი ბატონო, არსებობს ეს ორი ხელშეკრულება, მე არ ვარ უფლებამოსილი, ამაზე ვისაუბრო. არ ვიცი, რა ვითარებაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ერთია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და მეორეა კრიმინალი. იმისთვის, რომ მისი განცხადება იყოს ლეგიტიმური, ერთადერთი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაა, რაც არ არსებობს. მისი ეს განცხადება შეიძლება იყოს ვარაუდი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ფაქტებთან. არ შეიძლება თუნდაც ანგარიშფაქტურა იყოს ამის მტკიცებულება. მისი ეს განცხადება არის კომპანიისთვის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი.

_ ფაქტია, ბატონო გიორგი ისიც, რომ 3 მილიონად ნაყიდის 256 მილიონად გაყიდვა ერთ წუთში ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ასე არ ხდება…

_ ვერაფერს გეტყვით, მაგ კითხვით უფრო ხელმძღვანელობას უნდა მიმართოთ. ამ ხელშეკრულების შესახებ ვერაფერს გეტყვით.

_ სამწუხაროდ, თქვენი ხელმძღვანელობა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს…

_ ამ ეტაპზე ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვით. “ქართული ფოლადის” მხრიდან კიდევ ერთი მძიმე ბრალდება იყო, როდესაც მათი ოფისის აფეთქებას ჩვენ გვიკავშირებდნენ, ესეც პატივის და ღირსების შელახვა იყო ჩვენთვის.

“ქართულ ფოლადში” აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელდა თუმცა ძველი ინერციით ინა გუდავაძე და მისი გუნდი ისევ აგრძელებს თავის ქმედებებს და რაც მთავარია, ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას უგულებელყოფენ.

“სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და გასცა აღსრულების ფურცელიც, რომლითაც მათ აეკრძალათ წიდის და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის გაყიდვა. მიუხედავად ამისა, ისინი ამ პროდუქციის გაყიდვას მაინც აგრძელებენ.

მივმართავ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს სასწრაფო რეაგირება მოახდინონ ამ ორივე ფაქტზე!  გუდავაძის ბიზნესჯგუფის დაუსჯელობის სინდრომის სათავის “ზესაიდუმლო” დოკუმენტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან 2011 წლის 6 ივლისს გააფორმეს და რომლის გასაჯაროებასაც  დიდი ხანია  ვითხოვთ!” _ აცხადებს ნათია ჯაყელი.

მათივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს “რუსთავის ფოლადის” წარმომადგენლები_ ინა გუდავაძე და ირაკლი რუხაძე თბილისის მერისა და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების მეშვეობით ცდილობენ უზენაეს სასამართლოზე უკანონო გავლენის მოხდენას.

“ჩვენ გვჯერა, უზენაესი სასამართლოს წევრები გათავისუფლდნენ წარსულის  აჩრდილებიდან და დღეს მხოლოდ  კანონისა და სამართლიანობის მორჩილებაში არიან! გაუძლებენ  შანტაჟსა და ზეწოლას, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან და სამართლებრივად  ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ს.ს. “ქართულ ფოლადს” არ დასჭირდება საერთაშორისო ინსტიტუტებისა და  უცხოური სასამართლოების ჩართვა სამართლებრივად ასეთ ნათელ საკითხში, როგორიც 2011 წლის 6 ივლისს ჯარით წართმეულ ქონების უკან დაბრუნებაა.” _  აღნიშნავენ “ქართული ფოლადის” წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხების შემდეგ, “ქართულმა ფოლადმა” უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა, რომელმაც ბათილად და არაკანონიერად სცნო შპს “რუსთავის ფოლადისათვის” მეტალურგიული ქარხნის აქტივების გადაცემა და ქონება “ქართული ფოლადს” დაუბრუნა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საია: თბილისის საკრებულოს 22 თანამშრომელი კანონდარღვევით გაათავისუფლეს

"ჩემს ლენინს ნალიედან არც კიბით ჩამევიტან და არც უკიბოდ"

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო