განხილვისას, კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოვლენილი დაბალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულთა შუამდგომლობებს. ამ ეტაპზე, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირთა განცხადებები, რომლებიც წარსულში არიან ნასამართლევი და საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.
2013 წელს, მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი ვადამდე გაუუქმა და ნასამართლეობის მოუხსნა – 694 პირს, ხოლო ჩამორთმეული უფლებები აღუდგინა – 448 პირს.