კრების თავმჯდომარედ გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში ნუგზარ ცინცაძე აირჩიეს. ხოლო მდივანი ნონა ორაგველიძე გახლდათ.
კრების ერთიანი გადაწყვეტილებით ლანჩხუთის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი, მაგული კუნჭულია აირჩიეს. თავმჯდომარის მოადგილედ მეგი იმნაძე და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა კეიდია დასახელდა. პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრები გახდნენ: მაგული კუნჭულია, მარინა კეიდია, მეგი იმნაძე, ზვიად აფხაზავა, ვლადიმერ ნანაძე, ლია ნიკოლაიშვილი, ბუხუტი ბარამიძე, ნონა ორაგველიძე-მიქელაძე, ნინო ძიძიგური, ალექსანდრე სარიშვილი, ლიკა მშვიდობაძე, გულნარა ჩიჩუა, ლევან ჩხაიძე.
სარევიზიო კომისიას როლანდ ლაშხია უხელმძღვანელებს, ხოლო წევრები გია ხოფერია და მაია აფხაზავა იქნებიან.
კრებას 150-მდე წევრი ესწრებოდა.