(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენს მკითხველს ლანჩხუთის “გურიაში” მომხდარი ცვლილებების შესახებ უკვე ვაუწყეთ _ კლუბის დირექტორი გახდა ირაკლი ფაცურია, რომელიც ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის თანამდებობასაც ითავსებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღამასკომის დახმარებით, მოხდა ჩანაცვლება _ ყადაღადადებული შპს “საფეხბურთო კლუბი გურია 2000”-ის ადგილს ააიპ “ლანჩხუთის გურია” დაიკავებს, რითაც ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბის დაფინანსების სამართლებრივი უფლება მიეცემა. ამასთან, კლუბისთვის გაღებულ ფინანსურ დახმარებას ვალები “აღარ წაიღებს”.
“გურია” უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს _ ახალი რეგლამენტით ეს გაიოლებულია, თუმცა, მოსაძებნია საჭირო ფინანსები. საუმაღლესოდ ლიცენზირების პრობლემაც არსებობს, მაგრამ, ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია _ “გურიას” უკვე ჰყავს ლიცენზირების მენეჯერი ზურაბ პატარაია.