მთავრობის წევრები დევნილთა სხავადსხვა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრნენ, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და დევნილთა პრობლემები მოისმინეს.
დღესვე აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტი დაათვალიერეს.
დევნილთა კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალ საცხოვრებელ ბინას 256 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. აღნიშნული კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსებით ხორციელდება.