ღონისძიების ფარგლებში მოხდება კვლევის შედეგების წარდგენა, რომელიც 2013 წლის ივნისი-ივლისის განმავლობაში, საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა.
კვლევის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შეფასება. კვლევის უმთავრეს ამოცანებს წარმოადგენდა:
- მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის პრაქტიკის შეფასება;
- მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციების შეფასება.
კვლევა ორგანიზებული იყო პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი” (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ფასილიტაციით და “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის” (G-PAC) მხარდაჭრით.
„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანება. ქსელის მიზანია ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმის ჩამოყალიბება, საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“.ქსელის საქმიანობახორციელდება „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭერით.