ლადო ჭანტურიას თქმით, წიგნის – “აკაკი ლაბარტყავა. 80 წელი. მამულიშვილი. პედაგოგი. მეცნიერი” – პირველი ნაწილი პროფესორის შესახებ მისი სტუდენტების მოგონებებს და უნივერსიტეტში მოღვაწეობას ეძღვნება, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია მეცნიერული ნაშრომები.
“დიდად ბედნიერი ვარ, ეს წიგნი რომ გამოიცა. იქ აღწერილია ჩემი ცხოვრება-მოღვაწეობა. 54-ე წელია უნივერსიტეტში ვარ. ანუ ნახევარ საუკუნეზე მეტი. იქ აღწერილია სწავლის პროცესი, ცხოვრებისეული საკითხები. ეს წიგნი გამოსცეს ძმებმა რევაზ და ლადო ჭანტურიებმა. მადლობელი ვარ მათი და ჩემი სხვა სტუდენტების, რომლებმაც ჩემს შესახებ მოგონებებს ამ წიგნში მოუყარეს თავი”, _ განაცხადა აკაკი ლაბარტავამ.
პროფესორის იუბილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 ნოემბერს აღინიშნა.