გამგეობებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიებმა დღემდე 2 700 ოჯახის მდგომარება შეისწვლეს. მუშაობის პროცესში განხორციელდა სიების დაზუსტება/ხელახალი შედგენა, სულადობის განსაზღვრა, ოჯახების საჭიროებების დადგენა და საცხოვრებელი სახლების ფოტო გადაღება. დადგინდა, რომ კომისიების მიერ შესწავლილი ოჯახების 90%-ს გააჩნია თავშესაფარი. მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ოჯახებს თვითნებურად დაკავებული ფართების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
მუნიციპალიტეტებში შესული განცხადებების შესწავლა გრძელდება. წერილები დაეგზავნება კომისიის მიერ შესწავლილ ყველა ოჯახს, სადაც დაზუსტებული იქნება ინფორმაცია მათი ქონების შესახებ. ასევე ეცნობებათ ტერიტორიის დატოვების ვადის შესახებ, რის შემდეგაც სააღსრულებო პოლიცია დაიწყებს კანონით გათვალსიწინებულ ქმედებებს.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ პირველი და მეორე კატეგორიის სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ხულოში დაიწყება 75 ბინის მშენებლობა. ხოლო ამავე კატეგორიების ხელვაჩაურის და ქობულეთის მაცხოვრებლებლებს გადაეცემათ ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ კორპუსებში.