“გუშინ, ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, რომ წყარო, რომელმაც აღნიშნული სააგენტო შეცდომაში შეიყვანა, დაინტერესებული იყო პროკურატურის სისტემის დეზორგანიზებით.
მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მთავარმა პროკურორმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება 17 ნოემბრის შემდეგ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს პროკურატურა განაგრძობს ჩვეულ რიტმში საქმიანობას და უკლებლივ ყველა პროკურორი ჩემი ჩათვლით ახორციელებს კანონით დაკისრებულ მოვალეობებს,” _ განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.