ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურებში, ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლიდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს _ შაშხანის ტიპის “გეკო”-ს თოფი, 3 სანადირო თოფი, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და სხვადასხვა ტიპის იარაღის 327 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.