“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ უპატივცემულობას. მან იგივე დამოკიდებულება გამოიჩინა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიმართ და გამოიყენა ისე, როგორ საკუთარი. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უწევს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის და სხვა ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა. ასევე, ბატონ პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს შევახსენებთ მისივე სიტყვებს, რომელსაც ხშირად იმეორებს სხვა და სხვა შეხვედრებზე, რომ ეს “რეზიდენცია არის პრეზიდენტის რეზიდენცია და არა სააკაშვილის რეზიდენცია.
დიახ ბატონო პრეზიდენტო. ეს რეზიდენცია ჯერ-ჯერობით ისევ პრეზიდენტის რეზიდენციად ითვლება და თქვენ ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად ითვლებით. საქართველოს სახელმწიფო დროშაც არის ქვეყნის სიმბოლიკა და არა პარტიული დროშა, როგორც ეს თქვენ მიგაჩნიათ!”