პირველობა ლანჩხუთელმა ინტელექტუალებმა არავის დაუთმეს და 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ამის შესახებ”გურია ნიუსს” ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე ესაუბრა.
“არის ასეთი პროექტი “საზოგადოებრივი პროკურატურა”, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ინტელექტუალური თამაშს ჩატარება რა? სად? როდის? რეგიონის მაშტაბით. პირველი ეტაპი ჩატარდა 2 ნოემბერს და გაიმარჯვა ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლამ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ნაკრები, რომლშიც იყვნენ პირველ ადგილზე გასული გუნდის სამი მოსწავლე, მეორეზე გასულის გუნდიდან 2 მოსწავლე და დანაჩენი ადგილებიდან იყვნენ თითო-თითო, გუნდი ყო შემდეგი შემადგენლობით: სერგო წილოსანი კაპიტანი #3 სკოლის მოსწავლე, ანა ბენდელიანი# 1 სკოლოლა, გიორგი ნიკოლაიშვილიო სასულიერო სკოლა, რატი ურუმაშვილი ჩიბათის სკოლა, მარიამ სანაძე და როლანდ ჩხაიძე # 1 სკოლა, ანა ჩიკაშუა #2 სკოლა, ლადო ქურიძე #3 სკოლა. ამ ყველაფერს ორგანიზე გაუწია სასულიერო სკოლის სასწავლო ნაწილმა ლევან გიორგაძემ.
“ჩვენმა ბავშვებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, 11 ქულით გავიდნე პირველ ადგილზე, 8-8 ქულა აიღეს ოზურგეთისა და ჩოხატაურის გუნდებმა. ძალიან გახარებულები წამოვედით. დაგვაჯილდოვეს სურათით, ჩვენმა ინტელექტუალებმა გამოავლინეს შესაძლებლობის მაქსიმუმი და ასახელეს როგორც ლანჩხუთი, ისე საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონის მაშტაბით”, _ აღნიშნა ჩიტაძემ.