მან შეხვედრის დაწყებამდე “საქრათველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი პროცედურული ნორმაა, როცა ბიუჯეტი ისევ პარლამენტში ბრუნდება. ხადურის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტში ყველა ის პრიორიტეტია გათვალისწინებული, რომელზეც წინასაარჩევნოდ იყო საუბარი.
“პროცედურულად აუცილებელია, რომ პარლამენტს დაბრუნებოდა ბიუჯეტის პროექტი. ჩვენ ცხადია, ვმუშაობთ და ძალიან სერიოზულად იმაზე, რომ გავითვალისწინოთ პარლამენტის შენიშვნები, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მომავალ კვირაში საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება.
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოდის. გავაგრძელებთ მუშაობას და დეკემბრის დასაწყისში შემოვიტანთ უკვე ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. როგორც ითვალისწინებს ამას კანონმდებლობა.
რასაკვირველია, შენიშვნების ნაწილიც იქნება გათვალისწინებული. დანარჩენზე დეკემბერში ვისაუბროთ. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ბიუჯეტის იმ ვარიანტს, რომელიც იყო. უმრავლესობის წევრებიც დამეთანხმებიან, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველა იმ პრიორიტეტის დაფინანსებას, რომელზეც წინასაარჩევნოდ იყო საუბარი. ეს არის ჯანდაცვა, სოციალური საკითხები. ეს არის განათლება და სოფლის მეურნეობა,” _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ რომ “საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი” საპარლამენტო კომიტეტებში უკვე განიხილეს და შენიშვმებით მთავრიბას გადაეგზავნა. ამის შემდეგ კი ბიუჯეტი ისევ პარლამენტს დაუბრუნდა და როგორც ფინანსთა მინისტრი, აცხადებს დეკემბერში უკვე მზად იქნება 2014 წლის ბიუჯეტი შესწორებული ვარიანტი.