კანონმდებლებისთვის ეს სასესიო კვირა დატვირთული იქნება. სარატიფიკაციო დოკუმენტის გარდა, დღის წესრიგშია რამდენიმე კანონპროექტი, რომელთა განხილვასაც პარლამენტი დაჩქარებული წესით გეგმავს. მათ შორისაა, კანონპროექტი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, ასევე უმაღლესი განათლების, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტები და სხვა.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია “საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის განხილვა. პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, გვიანობამდე გაგრძელდება.