წიკლაურის განცხადებით მარგველაშვილს არაფერი უთქვამს რუსულ ოკუპაციასა და აგრესიაზე. უმცირესობის დეპუტატმა ახლად არჩეული პრეზიდენტის საუბარი, რუსი დიპლომატების და პრეზიდენტ პუტინის რიტორიკას შეადარა.
“ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როცა საქართველოს მომავალი მეთაური, როგორ ამბობს უარს იმაზე რომ ერთ-ერთ მთავარ გამოსვლაში არაფერი არ თქვას რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე. არაფერი თქვას 2008 წლის ომზე და ათაასობით დევნილზე რომლებიც გამოყრილი, არიან საკუთარი სახლებიდან. ეს არის პუტინის და რუსი დიპლომატების რიტორიკა. სწორედ ამ რიტორიკით გავდა მარგველაშვილის ინტერვიუ ლავროვის და პუტინის გამოვლებს. თქვენინ რიტორიკა უნისონშია ბაღაფშის და რუსეთის რიტორიკასთან”, _ განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ნუგზარ წიკლაურმა საპარლამენტო სესიაზე.