მისივე განცხადებით, პლენარულ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილების გატანა და კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება.თუმცა, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებას 100 ხმის ნაცვლად 113 ხმა დასჭირდება.როგორ აპირებს უმრავლესობა დამატებითი ხმების მოპოვებას ამაზე ქუცნაშვილი არ საუბრობს.
“ჩვენ არ ვატყუებთ ხალხს. არც ის ეგონათ 85 დეპუტატით საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ მივიღებდით. პარლამენტში სულ მიმდინარეობს მუშაობა”, _ ამბობს ქუცნაშვილი.
დეპუტატის თქმით, ის კონკრეტიკისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებს იმის გამო, რომ მის კონკურერენტებს საქმე არ გაუადვილოს.