ის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ზუგდიდიდან გუშინ გადაიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა.
“პაციენტის დაზიანებები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი არ არის. თუმცა არ ვიცით რამდენ ხანს დარჩება საავადმყოფოში”, _ განაცხადა კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ზუგდიდში გუშინ მოხდა, რაც არსებული ინფორმაციით გოგა ანჩაბძის მიერ მეგობრის ცოლის გაუპატიურების მცდელობამ გამოიწვია.