“ამ წუთებშიც მიდის დაზუსტებები 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის და 15 ნოემბერს უკვე საკრებულოს წარუდგენენ. თითო საკითხს ერთ საათი მაინც სჭირდება. ძალიან დეტალურად გადიან ყველა საკითხს. დეტალებში ვიხილავთ ყველაფერს. ეს ბიუჯეტის პროექტი ყველასთვის მისაწვდომი გახდება და მოხდება მსჯელობა. ასევე დაიბეჭდება პრესაში. ყველაფერი მოხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს ანუ კანონის დაცვით და საბოლოოდ მივიღებთ წლის მთავარ დოკუმენტს, მაგრამ დამერწმუნეთ ერთ რამეში აბსოლუტურად ეს ბიუჯეტი ალბათ, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იქნება შესაცვლელი და თავიდან გასაკეთებლი,” _ განაცხადა ავთანდილ სურგულაძემ.
ბიუროს სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა არ მოხდა. ამ ეტაპზე 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა შემოიტანეს. სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ჯამური თანხა დაფინანსების წყაროს შესაბამისად: 656 023 ათას ლარს შეადგენს.