შეხვედრაში რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
რეგიონული განვითრებისა და ინფრასქტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის უფროსის მაგდა პოპიაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთი, სხვა 17 ქალაქის მსგავსად, ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელსაც, რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება.
შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდება თემებში თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზეც. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები.