გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 12 ოქტომბერს ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რევაზ ხ-ს ოქროს ყელსაბამი და სამაჯური გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ოქროს ყელსაბამი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 178-ე მუხლის მე–3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).