https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თვითმკვლელობის სავარაუდო ვერსიად პოლიციელისგან შევიწროვება სახელდება

7:11; 14.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მე ვფიქრობ, რომ რაღაც იმალება კიდევ და მას ჩემთვის ბოლომდე არ უთქვამს. ალბათ, მისი სისუსტე. თუ რაიმე დამალულია, გამოძიება დაადგენს თუ ისე წარიმართება, როგორც საჭიროა. დაველოდები გამოძიებას, ექსპერტიზის დასკვნას და მერე დავამტკიცებ სიმართლეს. შემდეგ ყველა დაინახავს სიმართლეს, რა და როგორ მოხდა. ილია მეორესთან უნდა მივიდე და შევევედრო მისი სულისთვის. საწოლზე დღესაც ლოცვის წიგნი უდევს, მიკვირს, ეს როგორ გააკეთა,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები, 24 წლის ნანა არობელიძის მეუღლე. ქალბატონმა ნანამ, რამდენიმე დღის წინ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეუღლემ, იგი სახლთან ახლოს, დიდი ცაცხვის ხეზე ნახა თოკით ჩამომხრჩვალი.

2013 წლის 5 ნოემბერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებთათვის, ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდა. სოფელმა 24 წლის ნანა არობელიძის თვითმკვლელობის შესახებ გაიგო. იგი წარმოშობით ახმეტიდან, სოფელ ალვანიდან იყო. მაკვანეთელები თვითმკვლელობის მიზეზის სავარაუდო ვერსიაზეც ალაპარაკდნენ.

გარდაცვლილ ქალბატონს მეუღლე, გია არობელიძე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ ოჯახის, მათი ცოლქმრობის შესახებ მხოლოდ დადებითის თქმა შეუძლიათ, ნანას სამაგალითო პიროვნებად ასახელებენ, გაკვირვებული და შეძრწუნებული არიან ამ ტრაგედიით.

აღნიშნულ საქმეზე შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველო მუშაობს და საქმეს გამომძიებელი ბესიკ მგელაძე იძიებს.

ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და ამის შემდეგ გამოძიება იმუშავებს თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიებზე.

შოთა ჩხაიძე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი: _ 2013 წლის 5 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრებმა 24 წლის ნანა არობელიძემ, საცხოვრებელი სახლის გვერდით, ცაცხვის ხეზე, თოკის გამოყენებით ჩამოიხრჩო თავი. იმავე დღეს აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ს.ს.კ. 115-ე მუხლით. ცხედარს იმავე დღეს ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით, რაიმე ვერსია ჩვენთვის ცნობილი არაა. დაიკითხებიან მეუღლე, ახლობლები, ოჯახის სხვა წევრები და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

გია არობელიძე, ნანა არობელიძის მეუღლე თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარებული მოვლენების შესახებ “გურია ნიუსთან” ჰყვება: _ ახლა მე რასაც თქვენ გეტყვით, ეს პოლიციაშიც დავწერე ჩვენების სახით. ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა, რის გამო მოიკლა თავი. შვიდი წელია ერთად ვცხოვრობთ და მე ნანასთვის ცუდი რამ არ შემიმჩნევია. ასე რომ ყოფილიყო, წლების განმავლობაში სამუშაოდ არსად წავიდოდი. თურქეთშიც დავდიოდი. ამ ბოლოს თბილისშიც ვიყავი სამუშაოდ. ისეთი ცოლქმრობა გვქონდა მე და ნანას, რომ თითით საჩვენებელი ვიყავით. ამის შესახებ თქვენც გეტყვიან სოფელში. ათასი გაჭირვება გადაგვიტანია, მაგრამ მეც ამიტომ ვმუშაობდი, რომ ნანასთვის ეს პრობლემები შემემსუბუქებინა. ამ ბოლოს მძიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და მაგის გამო თავს ვევლებოდი, რომ რაიმე არ წყენოდა. ვერაფერს ვატყობდი, რომ ნანას ფსიქოლოგიურად რაიმე პრობლემა ჰქონოდა. დაგვყავდა კონსულტაციებზე ექიმთან. ამ ბოლოს მთხოვა, მართვის მოწმობის აღება მინდა და ვივლიო. კი -მეთქი, დავეთანხმე, ხელი არ შემიშლია. ახალი წლისთვის მანქანის ყიდვას ვფიქრობდი და ძალიან უხაროდა. ამის გამოც წავედი თბილისში სამუშაოდ, რომ ეს თანხა გადამეხადა მისთვის. ბავშვის ცეკვის ფულიც მჭირდებოდა. მე წავედი 23 ოქტომბერს თბილისში და იქ დამირეკა, ჩამოდიო.

_ რატომ გთხოვათ ჩამოსვლა, არაფერი უთქვამს მანამდე?

_ არა, ნამდვილად არაფერი და არც შემიმჩნევია რაიმე. ხშირად მისი ტელეფონი მე მქონდა, როცა ოზურგეთში ვიყავი. დამირეკა ოქტომბრის ბოლოს და მითხრა, რომ დამდევს თეთრი ფერის ავტომანქანა, მირეკავს ძალიან ხშირადო.

ჩამოვედი 4 ნოემბერს, ღამის 4 საათზე და ვილაპარაკეთ ჩვეულებრივად. ნანამ მითხრა, რომ მანქანის პატრონი პოლიციელი იყო (გია ავტომანქანის მარკას და ნომერსაც იხსენებს, თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მარკას და ნომერს არ ვასახელებთ). დამდევს ხშირად, მირეკავს, კაფეშიც დამპატიჟაო… ვკითხე ნანას, ეს შენი ნომერი საიდან ჰქონდა-მეთქი. არ ვიციო, მითხრა. წასულა ნანა შეხვედრაზე რესტორან “ფიროსმანში”. რესტორანში წასვლის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ვიფიქრე, სიურპრიზს შენ მიკეთებდიო და აქეთ-იქეთ ვიხედებოდი, შეიძლება მოვიდესო. შეკითხვაზე,რა გელაპარაკა,-მეთქი, ასე მითხრა, შენი გაცნობა და დაახლოება მინდაო. ცეკვაზე რომ მივიყვანე ბავშვი, ზუსტად იმ დროს დამირეკაო, დრო მქონდა საათნახევარიო… ანუ იცოდა იმ პოლიციელმა, რა დროს იყო ნანა თავისუფალი. ნანას თქმით, სოფელ მაკვანეთის ცენტრში ხვდებოდა მანქანით გაჩერებული, მერე მიყვებოდა თურმე ქალაქში. იქ დამხვდა, აფთიაქში შევედი და შემომყვაო, ასევე ერთ-ერთ სუპერმარკეტშიცო. მერე, როცა ერთმანეთს შეხვედრიან, ნანას უთქვამს, დამანებე თავი, მე ქმარი და შვილი მყავსო. სად ცხოვრობო, უკითხავს. ნანას უთქვამს ოზურგეთშიო და იმ დღეს მაკვანეთის ცენტრში ამოსულ ნანას, იქ დახვდა, თურმე, მანქანით. ამ ყველაფერს ნანა წინა ღამით მიყვებოდა. მე წავალ და ვნახავ მაგ ბიჭს,-მეთქი; არაო, ხვალ ერთად წავიდეთ და ერთად გავარკვიოთ, რა უნდა მაგ ბიჭს ჩემთანო.

ერთ დღეს ძალიან ბევრი კომპოტები გაუკეთებია, საღამოს როცა ბავშვის გამოსაყვანად გასულა ბაღში, იქ დახვედრია მანქანით; ანუ იცოდა, რომ ნანა ბავშვს ბაღში აუცილებლად მიაკითხავდა. ეს ყველაფერი მომიყვა, ვისაუბრეთ, გვქონდა ხმამაღალი საუბარიც.

_ გია, ამბობენ, რომ თქვენ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ, ასე იყო?

_ არა, მე მისთვის ხელი არ დამირტყამს, თითიც კი არ დამიკარებია. უბრალოდ, ხმამაღალი საუბარი გვქონდა ნამდვილად და შევთანხმდით იმაზე, რომ მეორე დილით ამ ბიჭის სანახავად უნდა წავსულიყავით; პოლიციაში სატელეფონო საუბრები და მესიჯები უნდა ამოგვეღო. წავედით დასაძინებლად. დილით, როცა გამეღვიძა, გამთენიისას, ვნახე, ლოგინში არ იყო, არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ვიფიქრე, ადრე ადგა და ყავას მიხარშავს -მეთქი. ვნახე, რომ სახლში არსად იყო და მერე დავინახე მაღალი ცაცხვის ხეზე, წითელი “კურტკით” იყო ჩამოკიდებული. გავიქეცი დანით, ჩამოვხსენი, შევატყობინე ჩემს ბიძას, სახლში შემოვასვენეთ და მერე მოვიდა პოლიცია.

_ თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს ყოველივე თვითმკვლელობის მიზეზი?

_ რაც მან მომიყვა და გითხარით, ჩემი აზრით, მხოლოდ ეს არ უნდა ყოფილიყო ნანას თვითმკვლელობის მიზეზი. ვფიქრობ, რომ რაღაც იმალება კიდევ და მას ჩემთვის ბოლომდე არ უთქვამს ყველაფერი. მისი სისუსტე სწორედ ეს იყო. თუ რაიმე დამალულია, ალბათ გამოძიება დაადგენს ამას, თუ გამოძიება ისე წარიმართება როგორც საჭიროა. მაეჭვებს ერთი რამ, თვითონ რომ დამთანხმდა მესიჯების ამოღებაზე, მაშინ რატომღა გააკეთა ეს?! მაგას ვფიქრობ. რას ელოდებოდა? ალბათ, იფიქრა, ამ ყველაფერს გაიგებსო და იცოდა, რომ უკან არაფერზე დავიხევდი. მინდა, რომ სიმართლე დადგინდეს. მე ახლაც შემიძლია, გავუსწორდე იმ პოლიციელს, რომლის მანქანაც ვიცი. მაგრამ ათასი კაცია ოზურგეთში და ათასი აზრია, ასე არ მინდა ავყვე ვიღაცეებს. დაველოდები გამოძიებას, ექსპერტიზის დასკვნას და მერე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, _ ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

ჩვენ დავუკავშირდით აღნიშნულ პიროვნებას, რომლის სავარაუდო ურთიერთობებზეც მოგვიყვა გარდაცვლილის მეუღლე. აღნიშნული პიროვნება ოზურგეთის რაიონული პოლიციის თანამშრომელია, რომლის ვინაობასაც, ისევ უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ:

_ რა ურთიერთობა გაკავშირებდათ მაკვანეთში მცხოვრებ 24 წლის ნანა არობელიძესთან?

_ არ ვიცი, ვისზე მეუბნებით.

_ 24 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ერთ-ერთ ვერსიად თქვენ მიერ შევიწროვება სახელდება; როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მესიჯებს წერდით, ავტომანქანით დასდევდით.

_ საქმეზე ვარ, ძალიან გთხოვთ და ნუ მაწყვეტინებთ რა, ძალიან გთხოვთ, _ გვითხრა რესპონდენტმა და ტელეფონი გაგვითიშა.

ჩვენ დავუკავშირდით შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გოჩა ფერსაშვილს, რომელმაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

_ ბატონო გოჩა, 24 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად თქვენი თანამშრომლის მიერ შევიწროვება სახელდება; ამის შესახებ რამე ინფორმაციას ფლობთ?

_ ვერ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ფერსაშვილმა.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შემცირება ააიპ-ებში და მომატებული ხელფასები ჩინოვნიკებს

"აფბა" თვლის, რომ "ბარამბოსა" და "ზედაზენთან" დაკავშირებული დავა შერჩევითი სამართლის ხასიათს ატარებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო