“ბუნებრივია, ეს იქნება მადლიერება იმასთან დაკავშირებით როგორც ჩატარდა არჩევნები და როგორ გვედგა გვერდით ქართველი ხალხი და ეს იქნება მომავალ გეგმებზე საუბარი”.
მარგველაშვილის თქმით, მთავრობამ პომპეზურ ცერემონიაზე უარი შეგნებულად თქვა.
“ეს არის რეზიდენციასთან დაკავშირებული და საინაუგურაციო ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ხარჯები უნდა იყოს იმის შესაბამისი, რაც არის საქართველოს ბიუჯეტი. სამწუხაროდ საქართველოს ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სახელმწიფო მოხელეებმა ფეშენებელურ საასახლეებში ვიცხოვროთ ან ფეშენებელური ინაუგურაციები მოვაწყოთ. ეს ფული სჭირდება ქართველ ხალხს და სამწუხაროდ დღეს კიდევ ბევრი გაჭირვებული გვყავს”, _ აღნიშნა მარგველაშვილმა.