https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბახმაროს მიწების შესახებ კომისიის თავმჯდომარე პირველად ჩვენთან ალაპარაკდა

12:11; 14.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი საკრებულოზე მიდგა და საჯარო დაწესებულებიდან პროკურატურისა და კუდ-ის მიერ ამოღებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი კვანძი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმალებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525-ე ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეებს იმ ნაკვეთების დაკანონება შეეძლოთ, რომლებიც 2007 წლამდე ჰქონდათ ფაქტობრივ სარგებლობაში. ამ ნაკვეთების დაკანონება მხოლოდ შესაბამისი საბუთების და მოწმეების საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიაში წარმოდგენით იყო შესაძლებელი. კომისია გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული და მისი შემადგენლობა სხვადასხვა დროს, კანონის თანახმად იცვლებოდა.

2008-2009 წლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება, რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა, კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, რომელსაც ქუთაისის პროკურატურამ მოიკვლია, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. სირაძეს 332 მუხლის I ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ამავე ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვით.

პროკურორის განმარტებით, “სირაძემ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, კანონის უხეში დარღვევით გაასხვისა სატყეო ზოლის მიწები და ასევე უკანონოდ გასცა მიწის საკუთრების 132 მოწმობა.”

“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით კი გაირკვა, რომ სირაძის მიერ გაცემული იყო მიწის საკუთრების 388 მოწმობა.

იმ პერიოდში ლეგალიზაციის კომისიის წევრები, რომლებიც ახლაც საჯარო სამსახურის თანამშრომლები არიან, ამბობდნენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და სირაძე მიწის საკუთრების უფლებას მათ გარეშე გასცემდა. იგივეს ამბობენ დღესაც. ანალოგიური იყო ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის კომენტარიც, რომელიც როგორც გამოძიებასთან, ასევე ჩვენთან ინტერვიუებში ამბობდა, რომ სირაძის საქმიანობის შესახებ საქმის კურსში არ იყო.

შოთა სირაძე რამდენიმე წელი იყო მიმალვაში. თუმცა, ამ დროის განმავლობაში ოჯახთან, მეგობრებთან კავშირს ახერხებდა და სოციალური ქსელებით ინტერვიუსაც იძლეოდა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავ ორგანოებმა მისი დაკავება ვერ მოახერხეს.

მიმდინარე წლის მაისში, შოთა სირაძე პოლიციას ჩაბარდა, გარკვეული დრო საპატიმროში გაატარა და საპროცესო გარიგების შემდეგ თავისუფლება მიიღო.

ამ დროის განმავლობაში შოთა სირაძეს არსად არ უსაუბრია იმ პერიოდზე, როდესაც ასობით დოკუმენტი გამოძიების მტკიცებით უკანონოდ გაიცემოდა. დღეს კი, ექსკლუზიურად “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი მუშაობის საქმის კურსში საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე იყო:

_ ბატონო შოთა, იცოდა თუ არა ანტონ ხუნდაძემ, როგორ ხდებოდა მიწის საკუთრების უფლების გაცემა და რამდენად იყო ის პროცესი შეთანხმებული მასთან?

_ შეთანხმება, რა. კომისია იყო დამოუკიდებელი. თუმცა, მოწმობები რომ გაიცემოდა, ეს ანტონმა იცოდა, _ ამბობს სირაძე, რომელიც აკონკრეტებს, რომ ეს ფაქტი უცხო არც სხვა თანამდებობის პირებისთვის იყო.

ანტონ ხუნდაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა:

_ თქვენ გჯერათ, რომ მე ვიცოდი? _ კითხვა შემოგვიბრუნა ხუნდაძემ.

_ ბატონო ანტონ, შეუძლებელია ხელმძღვანელმა პირმა არ იცოდეს, რას აკეთებს მისი თანამშრომელი, არ იცოდეს, რომ მაღალჩინოსნები იფორმებენ სამ-ოთხ ნაკვეთს კურორტზე, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და რომლის საკრებულოს თავმჯდომარეც თქვენ ხართ… და თუ არ იცოდით, გამოდის, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდით….

_ მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და ვინ რას ამბობს, არ მაინტერესებს. გავიგე მხოლოდ მაშინ, როცა საქმეზე ძიება დაიწყო, _ დაგვიკონკრეტა ხუნდაძემ.

არადა, მიწების ე. წ. დაკანონების პროცესი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ბახმაროში მიწები დაიკანონეს პოლიციის 15-მდე მაღალჩინოსანმა, გურიის რეგიონის ადმინისტრაციული ორგანოს მაღალი რანგის 30-მდე მოხელემ, 50-მდე ჩინოვნიკმა და მათმა ოჯახის წევრებმა.

ფეშენებელური აგარაკების მეპატრონეები, ძირითადად, გურიის რეგიონის მაღალჩინოსნები იყვნენ, მათ შორის, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს იმდროინდელი უფროსი შოთა ჭანუყვაძე (მის მფლობელობაში მიწის 4 ნაკვეთი და ერთ ნაკვეთზე აშენებული ფეშენებელური აგარაკია), სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ლაშა ბაკურაძე (მის მფლობელობაში 2 ნაკვეთია), ლანჩხუთის პოლიციის უფროსი ტარიელ ცერცვაძე, სამხარეო პოლიციის პრესსამსახურის უფროსი მაია გიორგაძე, ჩოხატაურის პოლიციის უფროსი გულთმისან ვასაძე, კონტრდაზვერვის თანამშრომელი ელგუჯა ცინცაძე, გურიის საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელი ბესო ტაბიძე, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ეროდი გორდელაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დაბლაციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვანო ჯაყელი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი და მრავალი სხვა.

ამ ადამიანების უმრავლესობას საკუთრების დათმობა მოუხდა. ბევრს იმ პერიოდში თანამდებობაც კი დაატოვებინეს, თუმცა, დროებით _ პოლიციის ზემოთ ჩამოთვლილი ჩინოსნებიდან დღესაც ბევრი მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებში, ზოგი მათგანი დაწინაურებულია კიდეც. მათ შორის შოთა ჭანუყვაძე, რომელიც ახლა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ ჩინოსნების უმრავლესობამ დაკანონებული მიწები, რომლებზეც ფეშენებლური სახლები ჰქონდათ აშენებული, ზოგიც კიდევ მშენებლობის პროცესში იყო, ერთი კვირის შუალედში სახელმწიფოს ჩააბარა.

“გთხოვთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის და “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში განახორციელოთ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია”, _ ასეთი სახის განცხადებები, 2010 წლის წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილებაში 79-ჯერ შევიდა. ყველა მათგანზე 5 ლარი და 50 თეთრია გადახდილი.

მიტოვების შემდეგ, კანონის მიხედვით, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საჯარო რეესტრისათვის გაკეთებული მიმართვისა და წერილების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღრიცხა. რეესტრმა ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წლის 13, 14, 20, 24 და 25 იანვარს დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად 78 შემთხვევაში, ქონება მათ წინა მესაკუთრეებს (ფიზიკურ პირებს) მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ.

შოთა სირაძე ამბობს, რომ მცირე გადაცდომებით, თუმცა, ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებდა, მაგრამ, გამოძიების ხელახლა ჩატარების სურვილი არ აქვს.

_ ბატონო შოთა, ამბობთ, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. თუკი ეს ასე იყო, მაშინ რატომ ატყდა ამხელა სკანდალი და რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ თქვენს მიმართ?

_ მე ვფიქრობ, რომ ეგ მოჰყვა ბახმაროში ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებით მომხდარ ამბებს. შეიძლება ვიღაცას გადამეტებული ჰქონდა სახლის აშენების ან აღდგენის პროცესში.

_ როგორც ცნობილია რეკრეაციულ ზონაში ორი აგარაკი ჰქონდა აშენებული გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, შოთა ჭანუყვაძეს…

_ სარეკრეაციო ზონა არის კურორტის ტერიტორია. იგი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მუნიციპალიტეტს შეიძლება აქვს ექსკლუზივი იმაზე, რომ შიდა ტერიტორია გამოიყენოს

_ და ჩინოვნიკის სახლის ასაშენებლად ნაძვნარი გაჩეხოს?

_ მე არ ვიცი, რა გაიჩეხა და როგორ, მაგრამ გეტყვით ერთს _ ბახმაროში, ძველი დროიდან მოყოლებული, ნახევარზე მეტი სახლები სწორედ ნაძვნარშია აშენებული. 40-50 წლის წინანდელ სახელებზე გეუბნებით. მაშინ ისინიც უნდა გამოასახლონ.

_ თუ სამართლებრივად სწორად იქცეოდით, თუ ხელისუფლება საქმის კურსში იყო, დოკუმენტებს რა ფორმითაც გასცემდით, გამოძიების დაწყებისთანავე რატომ გაიქეცით?

_ ეგ ჩემი პირადი საქმეა.

_ როგორც ვიცით, პირველი, ვისაც გაქცევის შემდეგ დაუკავშირდით, იყო ანტონ ხუნდაძე. რატომ მაინცდამაინც ის?

_ შეიძლება. არც მახსოვს. დავურეკე სიტუაციის გასარკვევად.

_ ჩვენი წყარო ამბობს, რომ მიწის ფართობის გაფორმების მსურველები პირადად თქვენ გიტოვებდნენ თანხას და მერე თქვენ შეგქონდათ ბანკში…

_ ერთი და ორი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო ასეთი. არ მახსოვს. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მეგობარმა მთხოვა და შევუტანე. კონკრეტულს, ვერაფერს ვერ ვიტყვით მაგასთან დაკავშირებით.

_ 384 დოკუმენტიდან, არის რომელიმე ისეთი, რომელზეც ბანკში ფული არ არის შეტანილი?

_ არა.

_ დარწმუნებული ხართ?

_ კანონის მიხედვით, იმ პიროვნებას, რომელსაც ქონების ფლობასთან დაკავშირებით ჰქონდა დოკუმენტაცია 1992 წლამდე დათარიღებული, დასაკანონებლად თანხის გადახდა არ ეკუთვნოდა. მაგრამ ასეთი დოკუმენტები ძალიან იშვიათად ჰქონდათ. ალბათ, არის რამდენიმე შემთხვევა, რომელზეც ფული არ არის შეტანილი, იმიტომ, რომ კანონი აძლევდა ამის საშუალებას.

_ ერთია ის, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, არსებობდა სწორი დოკუმენტაცია და მეორეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ძებნაში ყოფნა წლების მანძილზე და ბოლოს საპროცესო შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დანაშაული აღიარეთ…

_ თავისთავად უფლებამოსილების გადამეტება იყო იქ. იყო შემთხვევები, როდესაც პირადად ვიღებდი გადაწყვეტილებას და კომისიას არ ვეკითხებოდი.

_ რომელ შემთხვევებში იღებდით გადაწყვეტილებებს მარტო?

_ არ მახსოვს.

_ ეს იმ დროს ხომ არ ხდებოდა, როცა საქმე პოლიციის მაღალჩინოსნებს ეხებოდათ?

– არა, არავის არ ეხებოდა ეგ. შეიძლება იყო ასეთი მომენტები.

_ ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, სადაც ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი ყვება, როგორ მოგიტანათ თქვენ ფურცელი, რომელზეც პოლიციის ჩინოსანთა სახელ-გვარები იყო ჩამოთვლილი და რომლებსაც მიწა უნდა დაკანონებოდათ, რაც დაუკანონდათ კიდეც…

_ ვერ ვიხსენებ. თუმცა, ნებისმიერს შეეძლო დოკუმენტაციის მოტანა. ისიც იყო შესაძლებელი, ვინმეს ვინმესთვის გამოეტანებინა.

_ თუ უკანონობა არ იყო, რატომ ჩააბარებინეს მიწები მოქალაქეებს და რატომ დაატოვებინეს თანამდებობები ჩინოვნიკებს?

_ ბევრს არ ჩაუბარებია. თუ ვიღაცამ ზეწოლა მოახდინა ვინმეზე და ჩააბარებინა, ეგ სხვაა.

_ ამ ყველაფერში ფული არ გაკეთებულა? თქვენ, ან თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარეს ფინანსურად არ გისარგებლიათ?

_ არანაირი მსგავსი არ ყოფილა, _ ამბობს სირაძე და აღნიშნავს, რომ ამ საქმის ხელახლა გამოძიების სურვილი არ აქვს. კითხვაზე _ სწორად გამოძიების შემთხვევაში, დადგება თუ არა სხვა ჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი და გაეცემა თუ არა ყველა კითხვას პასუხი, არ გვპასუხობს და ამბობს, რომ ამ საქმეში უპასუხო შეკითხვები აღარ არსებობს.

თუმცა, ასე არ ფიქრობენ ის რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ამ პროცესში შემთხვევით მოხვდნენ და რომლებსაც პროკურატურამ, ზეწოლის შედეგად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩააბარებინა ქონება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პირები რამდენიმე წლის წინ ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ დღეს სიტუაცია უცვლელია _ უკანონოდ წართმეულ ქონების დაბრუნებაზე აღარავინ საუბრობს. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში მოსული “ქართული ოცნება” ფეხდაფეხ მიყვება “ნაციონალების” გზას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იურისტების შეფასებით, უკანონოდ, მოსახლეობას ბახმაროში მიწის დაკანონების საშუალებას არ აძლევს:

_ ესენი აკეთებენ იმას, რასაც აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა”. ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი. მაშინ, როცა ვიყავი ოპოზიციაში და ახლაც, როცა ვარ ხელისუფლებაში. ამიტომ, ადრე თუ “ნაციონალები” მებრძოდნენ, ახლა “ოცნება” და “ნაციონალები” ერთად მებრძვიან, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვლადიმერ სიხარულიძე.

სიხარულიძე ამ საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობდა _ ის “ნაციონალების” დროსაც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო და მაშინ მისი თანამდებობა სწორედ ბახმაროს საკითხმა შეიწირა. სიხარულიძე 2010 წელს რიგი დოკუმენტები გაასაჯაროვა და ჭანუყვაძის და სხვა ჩინოვნიკთა სახლის ფოტოებიც დადო. საქმის გამოძიებასაც ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ.

_ ახლაც იგივე ხდება. საკრებულოს არაფერზე არ აქვს რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, მიწების ლეგალიზაცია უნდა განახორციელოს ლეგალიზაციის კომისიამ, ასე არ ხდება. რომელიღაც პროკურორის სიტყვიერი მითითებით მუშაობენ. მე ვერ დავასახლებ რომელი პროკურორია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა და ამ შეკითხვებს ლეგალიზაციის კომისიამ უნდა უპასუხოს. ვერ გავიგე, მათგან ვერაფერი და იქნებ, თქვენ მაინც გაიგოთ, _ ამბობს სიხარულიძე.

ლეგალიზაციის კომისიიდან კითხვაზე _ რატომ არ ხდება მიწების დაკანონება, პასუხი ვერც ჩვენ მივიღეთ. კომისიის თავმჯდომარეს, ზაზა სიხარულიძეს ტელეფონი ჰქონდა გამორთული, სამსახურში მისულებს კი ადგილზე არ დაგვხვდა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, კომისია დამოუკიდებელია და მას არა აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ არ კანონდება მიწები ბახმაროში.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი _ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის # 728 ბრძანებულების (ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ) 22 მუხლის თანახმად, ბახმაროს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების შემდგომი დახვეწისა და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით უნდა შექმნილიყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია, რომელიც დაექვემდებარებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს.

თუმცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მსგავსი კომისია არ შექმნილა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ეს კომისია ეკონომიკის სამინისტროშია შექმნილი და მასში ადგილობრივ ხელისუფლებას წევრი _ გოგი ბოლქვაძე ჰყავს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გურიაში (და არა მარტო გურიაში) დღეს არავის არ სჯერა, რომ გარემოს დაცვის პოლიციამ უკანონოდ დარეგისტრირებულ მიწებზე წამოჭიმული ფეშენებელური სახლები ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით აღმოაჩინა. არც იმის სჯერათ, რომ ამით ჩინოვნიკებს ფინანსური სარგებელი არ უნახავთ. მაგრამ სჯერათ, რომ ეს საქმე გავლენიანი მაღალჩინოსნის დაკვეთით “ამოიქექა”, ასევე გავლენიანი ჩინოსნის საშუალებით “ჩაიფარხცა” და მიწების არდაკანონებაც რამდენიმე ჩინოსნის ბიზნესინტერესებს ემსახურება.

P.S. “ბახმარო გამოყოფილია ცალკე სარეგისტრაციო სექტორად და მინიჭებული აქვს კოდი 28.24. ბახმაროს არ ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, იგი არის სეზონური კურორტი და დამსვენებელი იქ მხოლოდ ზაფხულობით მიდის. ბახმაროს არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, აქ არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია და არ მომხდარა მიწების განაწილება. წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკე სახლების მშენებლობას ერთობლივად, ერთობლივ მშენებლობაში იგულისხმება ის რომ, რამდენიმე პირი (2,3,….. 14,15 და ზოგჯერ მეტიც) ერთად აშენებდა სააგარაკე სახლს და მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) მშენებლობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკე სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში. ამჟამად ბახმაროში 1 000-ზე მეტი ასეთი შენობაა აღრიცხული. ამ შენობებიდან მხოლოდ მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე) არის მონაცემები დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში, სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია მიწის მართვიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია, აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკო სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, არ ყოფილა გაცემული შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი (დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ ჩამოთვლილი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ მოიძიეს არქივში.) არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და არ არის გაცემული პრივატიზების ხელშეკრულება. იმის გამო, რომ ბახმაროს არ ჰყავს მუდმივი მაცხოვრებლები და შესაბამისად არ ყოლია არჩეული მმართველობის ორგანო საკრებულოს სახით, შესაბამისად არ შექმნილა მიწის საპრივატიზაციო კომისია. ბახმაროზე არ ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ. ამ კანონის გამოყენება ბახმაროსთან მიმართებაში შეუძლებელია იმის გამოც, რომ მიწის მართვის სამმართველოში დაცული მიწის ბალანსის მიხედვით, ბახმაროს სულ ერიცხება 199 ჰა მიწის ფართობი და იგი ჩათვლილია, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად. ყველა რეგისტრაცია რაც გახორციელებულია ბახმაროს #24 სექტორში 1998 წლიდან დღემდე, მიწა რეგისტრირებულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად. ასევე არ მომხდარა სააგარაკო ბინების პრივატიზაცია, ალბათ იმის გამოც რომ, შენობები აგებულია არა სახელმწიფო ხარჯებით, არამედ თანამესაკუთრეთა სახსრებით. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარს ამბობს საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონება განეკუთვნება ბინის კატეგორიას და ბინებზე საკუთრების მოწმობა არ გაიცემა. საქართველოს პრეზიდენტის #73 ბრძანებულებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე უარს ამბობს საკრებულო და განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არა იზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობების მონაწილე მხარეებსა და მათ უფლება-მოვალეობებს.

ბახმაროს სააგარაკო სახლები წარმოადგენს კერძო (ფიზიკური) პირების საკუთრებას და არა სახელმწიფო საკუთრებას. მასზე, როგორც ბინის ერთეულზე საკუთრების მოწმობის გაცემა კანონით არ არის გათვალისწინებული.

საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებენ საჯარო რეესტრში და განუმარტავენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50, 60 და უფრო მეტი წლების წინ (რაც სინამდვილეს წარმოადგენს) და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ამდენად, ამ ქონების რეგისტრაცია, კანონიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს საჯარო რეესტრმა. თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციას, რადგან მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი დოკუმენტები”, _ ეს წერილი საჯარო რეესტრიდან იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გაეგზავნა, თუმცა, როგორც მოვიკვლიეთ, წერილობითი პასუხი ჯერ არ მოსულა. არსებობს სიტყვიერი ნებართვა, რომელიც ზედმიწევნით სრულდება და რომლის თანახმად, ბახმაროში მიწას და ქონებას მხოლოდ იმ პირებს ურეგისტრირებენ, რომლებსაც ქონება აუქციონის წესით აქვთ ნაყიდი, პრეზიდენტის #527 ბრძანება კი მხოლოდ ფურცელზეა გაწერილი _ მის შესრულებაზე საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია კატეგორიულ უარს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ამბობს და პრეტენზიების მქონე ადამიანებს სასამართლოში აგზავნის

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გურია ახალი გუბერნატორის მოლოდინში

ელგუჯა ჩხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო