პატარებმა, ჯანსაღი კვების თემაზე პრეზენტაციები გამართეს, მოამზადეს გასართობი სკეჩები, კედლის გაზეთები და ბოლოს, მოულოდნელი სიურპრიზი – პატარებმა თავიანთი ნაფიქრალი, ნანახი და სიყვარული გადმოსცეს.
ყველაფერი კი, 21 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „მარგებელი ჰოლდინგის“ “სოფლის მეურნეობის ტურში” მიიღეს მონაწილეობა და ჰოლდინგში შემავალი საწარმოები „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, „მარნეული აგრო“ და თელეთის „ფერმა მარგებელი“ მოინახულეს. პატარებმა ტურის დროს მიღებული შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანეს და “მარგებელი ჰოლდინგის” წარმომადგენლებს თექისგან დამზადებული ნამუშევარი უსახსოვრეს.
შეგახსენებთ, რომ „მარგებელი ჰოლდინგის“ ტურები პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას ორგანიზებით ხორციელდება. (R)