6 ივლისს ჩატარებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს სიტყვა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ ითხოვა _ მან პასუხი გასცა საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს, რომელმაც ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა. ნაცვალაძემ თავის გამოსვლაში ასევე ის დეპუტატები, რომლებიც თავის სათქმელს გულში ამბობენ და საკრებულოს სხდომაზე _ არა, ცხვრებს შეადარა, რაც შეურაცხყოფად მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მექვაბიშვილმა.