“გურია ნიუსის” ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის მოადგილეებს პაპუნა გობეჯიშვილსა და ალექსანდრე ჭანუყვაძეს 10 დღიანი შვებულება აქვთ აღებული. როგორც წყარო ამბობს, სანამ მინისტრი თავისით შეცვლის მათ, მანამ ეძებენ გზებს.
შვებულებაში გასვლის შესახებ ინფორმაცია, დაგვიდასტურა თავად გობეჯიშვილმა, თუმცა სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. ის იმყოფება 12 დღიან შვებულებაშია და ახალ თავის საქმეზეა თბილისში წასული.
ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ფერსაშვილის მეორე მოადგილემ ალექსანდრე ჭანუყვაძემ.
კომენტარისთვის დავუკავშირდით შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გოჩა ფერსაშვილს, რომელმაც მისი მოადგილეების წასვლის შეასხებ ინფორმაცია არ დაგვიდასტურა.
_ვინ გითხრათ ეს ინფორმაცია? არავინ არსად არ წასულა.
_ბატონო გოჩა, შეიცვალა შსს მინისტრი, მოსალოდნელია თუ არა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოში საკადრო ცვლელებები?
_ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, _ გვითხრა ფერსაშვილმა.