“ეს არის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა პირადად ჩემთვის, რადგან მე გახლავართ სამწუხაროდ ამ კონკურსის თავმჯდომარე. ძალიან დიდი დაკვირვება, ობიექტურობა და პროფესიონალიზმია საჭირო იმისათვის, რომ ამ ადამიანების ბედი გადაწყვიტო.
ჩვენ მოგვიწევს ფაქტიურად 250 ვაკანსიის გამოცხადება, სადაც სავარაუდოდ 10 -ჯერ მეტი განცხადება შემოვა. ვაპირებთ, რომ მოვიწვიოთ ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენლები და ჩავატარებინოთ პირველი ეტაპი ტესტირების. ტესტირების შემდეგ გვექნება გასაუბრება. კომისიის რაოდენობას მე თვითონ განვსაზღვრავ, შეიქმნება საპრეტენზიო კომისიაც და სამდივნოც და ვაპირებთ, რომ ორშაბათს გამოვცეთ ბრძანება, დამტკიცებასთან დაკავშირებით. დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ტესტები იქნება სხვადასხვანაირი, სპეციფიკური, თუმცა იქნება ღია და ხელმისაწვდომი,. ეს შეიძლება იყოს 1500 კითხვიანი ტესტი და 2014 წლის 1იანვარს ეს პროცესი უკვე დამთავრებული უნდა იყოს. უნდა აირჩეს ღირსეულთა შორის ღირსეული და ამას ძალიან დიდი დაკვირვება და ფაქიზად მიდგომა უნდა”, _ განაცხადა სურგულაძემ.