“ფაქტი ასეთია – გვაქვს არ ჩამოხსნის შემთხვევაში დარღვევა, მაგრამ შესაბამისი სანქცია დაწერილი არ არის”, _ უთხრა “გურია ნიუსს” საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა დაიწყო თუ არა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის მხრიდან ზრუნვა პლაკატების ჩამოხსნაზე და როდის?
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის კახა ასკურავას თქმით, პარტია უზრუნველყოფს ყველა მათ მიერ გაკრული პლაკატის ჩამოხსნას თუ იგი “ქართულმა ოცნებამ” სადმე დატოვა.
“ჩვენ ეს საქმე “ოცნებამ” გაგვიადვილა არჩევნებამდე. “პლაკატმხეველების ჯგუფი” სადაც ნახავდა ყველგან ხევდა. თუ დატოვა რამე “ოცნებამ”, იმის ჩამოხსნას ჩვენ ვუზრუნველყობთ.”
რაც შეეხება “ქართული ოცნების” რაიონული შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ხელაძეს, ის ამბობს, რომ პლაკატების ჩამოხსნა დაწყებულია. ძირითადად დარჩენილია ისეთ ადგილებში, სადაც აკრძალვა არაა.
_იხსნება უკვე, ერთ-ორა ადაგილზე დარჩა.
_ვერ დაგეთანხმებით, ერთი- ორი მარტო არაა დარჩენილი, სოფლებში ხომ საერთოდ, თითქმის ყველა შენობაზე შეინიშნება ჩამოუხსნელი პლაკატები…
_იცით რა, კანონი ადგენს, რომელი პლაკატი რა დროს ჩამოიხსნას. ოფიციალური ადგილები სადაცაა, იქ უკვე ჩამოხსნილია, სადაც აკრძალვა არაა, ჩამოიხსნება თანდათან. ძირითადად მოხსნილია, მაგრამ შეიძლება იყოს ერთეულბი, რომელის ჩამოხსნასაც ვუზრუნველვყოფთ აუცილებლად.
რაც შეეხება ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელ დავით ჩხაიძეს, ამბობს რომ პლაკატების ჩამოხსნასთან დაკავშირებით არა არის საქმის კურსში, მაგრამეტაპობრივად აუცილებლად ჩამოიხსნება.
აღსანიშნავია, რომ პლაკატების ჩამოსახსნელად დადგენილი ვადა უკვე ერთი კვირაზე მეტია ამოიწურა.


































































