მისი თქმით, აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებასა და ასოცირების ხელშეკრულების მომზადებაში. ეს ტენდენციები კი გაგრძელდება პარაფირების შემდეგ ხელმოწერამდე.
წულუკიანის განმარტებით სასამართლო რეფორმამ მოსამართლეთა მეტი თავისუფლება უზრუნველყო. სამომავლო გეგმად კი დეპოლიტიზირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასახა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომელთა 91% შეინარჩუნა. წულუკიანმა ასევე ისაუბრა დანაშაული პრევენციის ცენტრზე, რომელიც საქართველოში პირველად შეიქმნა და ძირითადად ორიენტირებულია ყოფილ პატიმრებზე და მათ საზოგადოებაში ადაპტაციაზე. წულუკიანი თვლის, რომ ყოფილი პატიმრები ციხეში აღარ უნდა ბრუნდებოდნენ და ამისთვის სამინისტრო ყველაფერს გაკეთებს.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი პროკურატურის რეფორმის საკითხსაც შეეხო. მისი განმარტებით, ის გახარებულია იმ ფაქტით, რომ მომავალი მთავარი პროკურორის ხედვა მის პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია. როგორც მან აღნიშნა, ფარცხალაძე საკუთარი გუნდით მოვა პროკურატრაში და ამით მალე სისტემის გაჯანსაღების პროცესი დაიწყება. ასევე, დაჩქარდება იმ საქმეების გამოძიება რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.