როგორც მან “გურია ნიუსთან” განაცხადა, ამის შესახებ არაფერი იცის და თუ რამე ხდება, იმედია მის გარეშე არ გადაწყვეტენ.
ლორთქიფანიძემ დაადასტურა დეპუტატ დავით საგანელიძესა და მას შორის რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების არსებობა, თუმცა, დაპირისპირება გამორიცხა. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, მას მისი უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ უკვე 6 თვეა ესმის.
“ის, რომ უმრავლესობიდან უნდა გამრიცხონ, 6 თვეა მესმის. რაც შეეხება საგანელიძეს, მასთან ურთიერთობას დაპირისპირებას ვერ დავარქმევ. ეს უფრო ჩემი პოზიციაა. არ ვიცი თუ ეს განსხვავებული პოზიცია იქნება არგუმენტი ჩემი უმრავლესობიდან გარიცხვის, დემოკრატიის და პარლამენტარიზმის პირობებში. პირველად მესმის თქვენგან ეს. იმედია მეც მკითხავენ. მზად ვარ არგუმენტებით პასუხი გავცე ყველა ბრალდებას”, _ განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა დავით ლორთქიფანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ.