ის მიიჩნევს, რომ კბილაშვილს ბევრი ხმაურიანი და გამოსაძიებელი საქმე აწევს და ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. საყვარელიძე კონკრეტულად, საქართველოს გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და პატიმართა წამების საქმეებს იხსენებს. მისი თქმით, კბილაშვილმა თამამად აიღო საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა, რასაც ვლადიმერ ბედუკაძის “გაპრავება” ჰქვია.
“ბატონი არჩილის მუშაობა ჩვენ უკვე შევაფასეთ. კბილაშვილი ისტორიას და “ქართული ოცნების” სასაფლაოს ჩაბარდა. არ შეიძლება მთავარი პროკურორი იმდენად უპასუხისმგებლოდ მოეკიდოს თავის ფუნქციებს, რომ თხზულებებით და რაღაც ეპიკური ისტორიების მოყოლით დაკავდეს პირდაპირ ეთერში. შემდეგ კი არავითარი შედეგები არ დადგეს. რჩება კითხვის ნიშნები, რჩება ყბადაღებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე, რომელიც კბილაშვილს მხრებზე აწევს. ამას ვერ ჩამოირეცხავს.
ის იყო ერთადერთი პროკურორი, რომელმაც გაბედულად აიღო საკუთარ თავზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური ვალდებულება ლადო ბედუკაძის მიმართ და ის მაინც “გააპრავა”. ყოველ შემთხვევაში, ეცადა ამის გაკეთებას. ის ბევრი დაანონსებული, მაგრამ გამოუძიებელი საქმე, როგორიცაა პატიმრების ორგანოებოთ ვაჭრობა, გვამებით, სისხლით სავსე აბაზანაში პატიმრების ბანაობა და ასეთი ძალიან ბევრი მარაზმი უკავშირდება არჩილ კბილაშვილს,” _ განაცხადა დავით საყვარელიძემ.
უმცირესობის დეპუტატმა კომენტარი მთავარი პროკურორობის ახალ კანდიდატ ოთარ ფარცხალაძეზეც გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ ფარცხალაძე პროკურარტურას პოლიციურად უხელმძღვანელებს, რაც არასწორი იქნება.
“ფარცხალაძის გაქანების მე ბევრი არაფერი მსმენია. ის არის პოლიციელი, რაც ძალიან ცუდია. როდესაც პოლიციელი ხდება მთავარი პროკურორი, პოლიციურად მოხდება პროკურატურის მართვა. პროკურატურა არ არის ძალოვანი უწყება, ეს არის სამოქალაქო უწყება, სადაც მუშაობენ კვალიფიციური იურისტები,” _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა დავით საყვარელიძემ.