მურღულია ამ დრომდე “რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის” მინისტრის მოადგილე იყო. მისი ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა, დღემდე არავინ ადასტურებდა. მათ შორის არც ახლად დანიშნული ქალაქის მერი.
“ქუთაისის მხარდამჭერი ვიყავი მაშინაც, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი და ვიქნები ახლაც, როცა ვარ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
ეს ქალაქი ჩემთვის პატივსაცემი ქალაქია და მზად ვარ, ვიმუშავო ამ ქალაქის კეთილდღეობისთვის,” _ განაცხადა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობა მიმდინარე წლის სექტემბერში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამის შემდეგ კი მერის მოვალეობას ქალაქის ვიცე მერები ასრულებდნენ. ბოლოს ეს თანამდებობა ვიცე-მერ გია შარაბიძეს ეკავა.