ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია; თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია; რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე და პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი. ასევე, საერთაშორისო ფონდის – “გაამწვანე საქართველო” – გამგეობის თავმჯდომარე, ეროვნული სატყეო საგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი.
“ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. საქართველოში, გარდა ტყეთსარგებლობსა, ჩვენ ვაშენებთ კიდეც ტყეს. ეს პროცესი დაიწყო და იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ ამას, გაუფრთხლდებან საქართველოს გარემოს, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცლებელი კომპონენტია”, _ აცხადებს ბიძინა გორგობიანი.
ნერგები რუსთავის თვითმმართველობას ფონდმა – “გაამწვანე საქართველო”- გადასცა. საერთაშორისო ფონდის “გაამწვანე საქართველო” შექმნის ინიციატორი და თავმჯდომარე, ილია II, ფონდის პირველი შემწირველია, 50 ათასი აშშ დოლარით. ფონდი ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ტყე-პარკების შექმნას ისახავს მიზნად.
აქციის დასრულების შემდეგ, რუსთავის დრამატულ თეატრში, სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბიძინა გიორგობიანის თქმით, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება. მომავალ კვირას მახათას მთაზე დაირგვება 1700 ცალი ნერგი. 25 ნოემბერს მსგავსი აქცის ჩატარება იგეგმება ქალაქ ტყიბულში.