ოზურგეთში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პარტიის ფუძემდებლები ტიფო მიქატაძე და მარინე სუნგულია პარტიას ტოვებენ და პოლიტიკიდან მიდიან, ოფიციალურად არ დასტურდება. საინტერსეოა ვინ გახდება რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული თავმჯდომარე და ვინ იყრის კენჭს აღნიშნულ თანამდებობაზე? ამის შეხაბებ “გურია ნიუსთან” კომენტარს რესპუბლიკური პარტიის წევრი მარინე სუნგულია აკეთებს.
_ტიფო მიქატაძე პარტიიდან წასვლას არ პირებს, თუ რატომ გადაწყვიტა თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება, მაზე თავად გაგცემთ პასუხს. თავმჯდომარეების ცვლა რესპუბლიკური პარტიისთვის ტრადიციაა. ჩვენ ძალიან მალე გვექნება პარტიის ადგილობრივი არჩევნები კომიტეტისა და თავმჯდომარის ასარჩევად და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვინ იქნება თავმჯდომარე. ალბათ რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს და მათ შორის მეც და მგონი ამით გითხარით, ვაპირებ თუ არა პარტიიდან წასვლას
_ქალბატონო მარინე, ესიგი შესაძლებელია აღნიშნული პოსტზე თქვენ გიხილოთ?
_რა თქმა უნდა, თუ ამას პარტია გადაწყვეტს.